მედიას შეუძლია მრავალფეროვანი ამბებიდან აირჩიოს თემები, რომელსაც მეტ ყურადღებას დაუთმობს, გააშუქოს მოვლენები გარკვეული კუთხით და ჩასვას ისეთ კონტექსტში, რომელიც მაყურებელს კონკრეტული აზრის შექმნაში დაეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი, რასაც მთლიანობაში სარედაქციო პოლიტიკას ვუწოდებთ, მოქცეული უნდა იყოს პროფესიული სტანდარტების ჩარჩოებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მედია დაკარგავს საკუთარ ფუნქციას და დანიშნულებას.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მედიასაშუალებების მხრიდან ამბების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით შერჩევამ და გაშუქებამ ისეთი ტენდენციური სახე მიიღო, რომ მედია თავად უწყობს ხელს ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტების დევალვაციას, ხოლო მაყურებელი ტელეეკრანიდან ინფორმაციის ან თუნდაც, პოზიციის ნაცვლად, ხშირად ბანალურ, უხეშ პროპაგანდას ისმენს.
ამგვარი, პროპაგანდისტული „შავი პიარის“ სტილით გაშუქდა „მთავარ არხსა“ და ტვ „პირველზე" ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქისთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ, სადაც, ასევე, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
კერძოდ - ორი მნიშვნელოვანი ამბავი - ერთი, რომ იპოდრომის ტერიტორია ქალაქის საკუთრება გახდა და მეორე - როგორც ბევრ ევროპულ ქალაქს, თბილისსაც ექნება ცენტრალური პარკი, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ მომზადებული სიუჟეტებიდან მაყურებლამდე მივიდა, როგორც „ახალი ფარისევლობა ბიძინა ივანიშვილისგან“. გადაწყვეტილება ამ ტელეარხებზე შეფასდა, როგორც „ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე“, რასაც, უფრო დამამძიმებელი ეფექტისთვის თან დაერთო „ფულის გათეთრების სქემაც“ , თუმცა, მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე.
ამავე დროს, სიუჟეტებში არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის მსგავსი რეკრეაციული სივრცის არსებობა და, ცხადია, არც იმაზე გამახვილებულა ყურადღება, რომ თბილისში ცენტრალური პარკის გაშენება, სხვადასხვა დროს, თბილისელების მრავალწლიანი მოთხოვნა და დაკვეთა იყო.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მას შემდეგაც კი, რაც 6 ოქტომბერს შეგდა პარკის გეგმის პრეზენტაცია, ამ არხებზე მომზადებული სიუჟეტებიდან მაყურებელმა ვერაფერი გაიგო თავად პროექტზე, ანუ იმაზე თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი და კონკრეტულად რა იგეგმება დაახლოებით 40 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე.
არადა, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვით ვიგებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები, საგანმანათლებლო ცენტრი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, ტყის სექტორი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების სივრცე, ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე და ასევე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, აღნიშნულმა ტელეარხებმა ინიციატივა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე ქალაქის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხითაც, პოლიტიკურ ავანტიურამდე დაიყვანეს და ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სხვა პროექტების მსგავსად, მისი მნიშვნელობის დაკნინებას შეეცადნენ.
ცნობისთვის, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ ანალოგიურ სტილში გაშუქდა ან საერთოდ არ გაშუქდა ამბები შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის შესახებ, რომლებიც ასევე სახელმწიფოს გადაეცა საკუთრებაში.
მედია-ავანტიურა თბილისის ცენტრალური პარკის გარშემო
06 ოქტომბერი 2020მედიას შეუძლია მრავალფეროვანი ამბებიდან აირჩიოს თემები, რომელსაც მეტ ყურადღებას დაუთმობს, გააშუქოს მოვლენები გარკვეული კუთხით და ჩასვას ისეთ კონტექსტში, რომელიც მაყურებელს კონკრეტული აზრის შექმნაში დაეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი, რასაც მთლიანობაში სარედაქციო პოლიტიკას ვუწოდებთ, მოქცეული უნდა იყოს პროფესიული სტანდარტების ჩარჩოებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მედია დაკარგავს საკუთარ ფუნქციას და დანიშნულებას.