შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებს, რომელსაც ტელეარხები დღის ბოლოსთვის ამზადებენ, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. სწორედ ამ გამოშვებებიდან შეუძლია საზოგადოებას უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღოს დღის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.
ის, თუ რომელი ინფორმაცია, რა რაოდენობით და როგორი თანმიმდევრობით მოხვდება საინფორმაციო ბადეში რასაკვირველია არხის გადასაწყვეტია, თუმცა ხშირად ვაწყდებით ფაქტს, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქების დროს რედაქციის გადაწყვეტილება მედიის საყოველთაოდ აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს არ შეესაბამება და პოლიტიკური მიკერძოების შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს მიკერძოება შესაძლოა გამოიხატოს ფაქტის სრული იგნორით, მისი მნიშვნელობის დაკნინებით ან ინფორმაციის სხვა კონტექსტში გამოყენებით.
ასე მოხდა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის შემთხვევაში, რომლის გახსნაც 15 ივლისს დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
პროექტის მნიშვნელობა რომ განვმარტოთ, პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივ და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. ამასთანავე, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.
მიუხედავად ამისა, დენდროლოგიური პარკის გახსნის შესახებ ინფორმაცია ვერ მოხვდა „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, სამაგიეროდ „გაშუქდა“ ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც მომზადებული იყო თემაზე, თუ როდის გამოჩნდება „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ.
სიუჟეტში დენდროლოგიურ პარკს სულ ერთი წინადადება და სამი კადრი მიეძღვნა. ისიც ირიბ კონტექსტში. მთლიანობაში ამან შექმნა შთაბეჭილება, რომ „პირველებისთვის“ პარკის გახსნა და ზოგადად, მისი არსებობაც კი მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ იქ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა. მაყურებელს არც ერთი სიტყვა თავად პარკის შესახებ არ მოუსმენია, სამაგიეროდ მოისმინა საყვედურნარევი ფრაზა ამავე პარკში „ხეების გადარგვის“ გამო.
გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას განაცხადა, რომ „ოლიგარქი საჯაროდ გამოჩენას ჯერ ისევ არ ჩქარობს... ის ვირტუალურად ჩაერთო საკუთარ თანაგუნდელებს, მაგრამ არ დასწრებია დენდროლოგიური პარკის გახსნას, სადაც, მისი მითითებით, აჭარაში ათობით ხე ამოთხარეს და პარკში გადარგეს“.
"ივანიშვილის დაბრუნების" თემაზე ეთერში გასული 5 წუთი და 13 წამიდან დენდროლოგიურ პარკს ბოლო 7 წამი დაეთმო, საიდანაც „ტვ პირველის“ მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ ივანიშვილის „დაანონსებული დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, თუმცა ოცნების ლიდერი არც იქ გამოჩენილა“.
რა (ვერ) გაიგო დენდროლოგიურ პარკზე ტელემაყურებელმა
16 ივლისი 2020შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებს, რომელსაც ტელეარხები დღის ბოლოსთვის ამზადებენ, ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. სწორედ ამ გამოშვებებიდან შეუძლია საზოგადოებას უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღოს დღის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.