წითელი ვერსია
  • 7
  • 4375

ვინ (არ) გააშუქა ეუთოს განცხადება?

18 ნოემბერი 2020

საქართველოში ოპოზიციური მედია ყოველთვის, განსაკუთრებით კი, არჩევნების პერიოდში, დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, თუმცა ეს ყურადღება, როგორც წესი, მხოლოდ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებით შემოიფარგლება. ამავე დროს, ის განცხადებები, სადაც პოზიტიური შეფასებები ჭარბობს ან სადაც ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ, აღნიშნულ ტელეარხებზე შესაძლოა საერთოდ არც კი გაშუქდეს.


ამის ერთ-ერთი მაგალითია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელების გზავნილები, რომლებიც 17 ნოემბერს, ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


იქედან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მთავარი პოლიტიკური საკითხი არის იმის გარკვევა, შევლენ თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, უდავოდ განსაკუთრებით საგულისხმოდ უნდა ჩავთვალოთ ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელეონა ჯებრეა ჰოჯას სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავიანთი მანდატები, შევიდნენ პარლამენტში და მუშაობა მის ფარგლებში განაგრძნონ“.


გარდა ამისა, ეუთოს წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები;


ელეონა ჰოჯამ ხაზი გაუსვა საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობასაც ამომრჩევლებში ნდობის განმტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ „კოვიდ19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქის მისვლა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობაა, არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებას მოწმობს“.


მიუხედავად აღნიშნული გზავნილების მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ლიდერების პოზიციები „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ საინფორმაციო ბადეში საერთოდ ვერ მოხვდა.


მედიაკრიტიკა რამდენჯერმე გამოეხმაურა „ორმაგ სტანდარტს“, რომელიც ოპოზიციურ ტელემედიაში შეინიშნება საგარეო პარტნიორების გზავნილებსა და განცხადებებთან დაკავშირებით.


ხათუნა კიღურაძე
  • 7
  • 4375
1 Comments

ლევან ოსიძე

საერთოდ, ორმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი ამბებია ნეოლიბერასტული მედია საშუალებებისათვის... ეს განსაკუთრებით საგრძნობია ჩვენსავით პერიფერიულ რეგიონებში და რატომღაც მის მესვეურებს ჰგონიათ, რომ ყველას დაუხშობენ პოლიტიკური პროცესების აღქმის უნარს და უდრტვინველად განაგრძნობენ ხალხის მასიური დაბოლების პროცესს და ბუზს სპილოდ წარმოადგენენ და პირიქით, სპილოს ვერ დაინახავენ!!! ამას ვერ ხვდებიან, რომ მსგავსი ქმედებებით სულ უფრო უმცირდებათ ავტორიტეტი და მიექანებიან პოლიტიკური მოუსავლეთისაკენ... ძველი დრო რომ იყოს, ეს მედიატერორისტები ისეთ საშინელებებს ჩაიდენდნენ, რომ მონაგონი იქნებოდა!!! მათ მიღებული აქვთ კონკრეტული დავალება და ერთგულად ემსახურებიან მათი ბატონების ნება-სურვილს!!! გაიღვიძეთ "მთავარო","ფორმულავ" თუ ჭირო, რომ ისე არ ბნელა, გაითვიძეთ. დეპოში ხართ!!!...