წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 4827

„მთავარი არხის“ კოვიდსპეკულაცია II

17 აგვისტო 2020

კოვიდეპიდემიის გამო მთავრობის მიერ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებსა თუ რეგულაციებს მედია აქტიურად აშუქებს და მათ შორის, ხშირია კრიტიკული სიუჟეტებიც, თუმცა ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს არასწორი და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელება, რითაც ზოგიერთი მედიასაშუალება ერთი მხრივ, კორონავირუსთან წარმატებულად მებრძოლი გუნდის დისკრედიტაციას ცდილობს, მეორე მხრივ კი შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, აწვდის მას დაუსაბუთებელ ანაც სრულიად ყალბ ინფორმაციას და ამით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.


„მედიაკრიტიკა“ ორი თვის წინ გამოეხმაურა „მთავარის არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ტელეკომპანია ხელისუფლებას და ექიმებს მარნეულში მცხოვრები ოჯახებისთვის 10 ათასი ლარის შეთავაზებას, გარდაცვალების მიზეზის გაყალბებასა და კორონავირუსის (COVID-19) „სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდაში“ ადანაშაულებდა.


მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, ამ ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მსვლელობისას „მთავარის“ რესპონდენტებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ მათი კომენტარები სიუჟეტში არასწორად იყო თარგმნილი, ტელეკომპანია ჩვეულ რიტორიკას მაინც განაგრძობს. ოჯახებს, რომლებსაც კორონავირუსის დიაგნოზის დაფიქსირების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს „მთავარი არხი“, ამჯერად სვანეთში ეძებს, სადაც ინფიცირების კერის გამოვლენის გამო, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული.


ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მთავრობამ რეგიონი უმიზეზოდ ჩაკეტა და რომ მათ, კოვიდ 19-ის დიაგნოზის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობენ“, - აუწყეს მაყურებელს „მთავარის“ ჟურნალისტებმა 16 აგვისტოს, დღისა და საღამოს შემაჯამებელ გამოშვებებში. მტკიცებულებად კი, ადგილობრივების სახელით მოსაუბრე რესპონდენტის სატელეფონი ჩანაწერი შესთავაზეს, რომლის ვინაობაც მაყურებლისთვის დაუდგენელი და ამოუცნობი დარჩა.


„ვიცით ოჯახები, რომლებსაც ფული შესთავაზეს, ოღონდ თქვან, რომ კორონა ჰქონდათ, ეს ვიცით ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის ნათესავია და შუბი კალთაში არ დაიმალება. არავითარი კორონავირუსი არ არის,“ - გვეუბნება რესპონდენტი, რა დროსაც ეკრანზე მხოლოდ გრაფიკას ვხედავთ, სადაც პირის მაიდენტიფიცირებელი არავითარი ინფორმაცია არ არის მითითებული.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4827
0 Comments