წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 1077

ევროკომისიამ ილონ მასკის X მილიონებით დააჯარიმა

18 დეკემბერი 2025

ევროკომისიამ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კუთვნილი სოციალური მედიის პლატფორმა X 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროპულმა გაერთიანებამ სოციალურ ქსელს მსხვილი ფულადი სანქცია “ციფრული მომსახურების აქტის” (DSA) რამდენიმე დარღვევისთვის დააკისრა. ეს პირველი ჯარიმაა, რომელიც ევროკავშირმა აღნიშნული აქტის ფარგლებში გამოწერა. “ციფრული მომსახურების აქტი, რომელიც 2023 წელს ამოქმედდა, მსხვილ ციფრულ პლატფორმებს არეგულირებს.


რაში ადანაშაულებს ევროკავშირი X-?


ილონ მასკის სოციალური პლატფორმის საქმეს ევროკომისია ორი წლის განმავლობაში სწავლობდა. საქმის წარმოების დროს X-ს სამი სახის დარღვევა დაუდგინეს.


ევროკომისიის გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევა, რომლისთვისაც კომპანიას ყველაზე მსხვილი ჯარიმა - 45 მილიონი ევრო დაეკისრა, ანგარიშის ვერიფიკაციის ნიშანს ეხება. ვერიფიკაციის ნიშანი ილონ მასკის მიერ პლატფორმის შეძენის შემდეგ ფასიანი გახდა. ევროკავშირმა მიიჩნია, რომ „ლურჯი მონიშვნის“ ფუნქციით კომპანიას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რადგან მათ ანგარიშის ავთენტურობის განსაზღვრა უჭირთ.


ევროკავშირმა კიდევ ერთ დარღვევად მიიჩნია სოციალურ ქსელში რეკლამის გამჭვირვალობის საკითხი. ევროკომისიის წესები მოითხოვს ტექნოლოგიური კომპანიებისგან რეკლამის დამკვეთთა სიის მიწოდებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მექანიზმი თაღლითური სქემებისგან, ყალბი რეკლამისგან და პოლიტიკური არჩევნების კონტექსტში კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიებისგან.


რაც შეეხება მესამე დარღვევას - ევროკავშირმა დაასკვნა, რომ X-მა მკვლევრებისთვის საჯარო მონაცემებზე საჭირო წვდომა ვერ უზრუნველყო.


ლურჯი მონიშვნებით მომხმარებლების მოტყუება, რეკლამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვა და მკვლევრებისთვის წვდომის შეზღუდვა ონლაინსივრცეში ევროკავშირში არ ხდება. “ციფრული მომსახურების აქტიიცავს მომხმარებლებს. ის მკვლევრებს პოტენციური საფრთხეების გამოვლენის საშუალებას აძლევს. “ციფრული მომსახურების აქტიაღადგენს ნდობას ონლაინგარემოში. ამ კანონის ფარგლებში მიღებული პირველი გადაწყვეტილებით, ჩვენ X- ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მომხმარებლების უფლებების შელახვასა და ანგარიშვალდებულებისგან თავის არიდებაში”, - განაცხადა ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა.


ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ის მიერ სხვა შესაძლო დარღვევების გამოძიებასაც აგრძელებს. მათ შორის არის უკანონო კონტენტის გავრცელების და საინფრმაციო მანიპულაციის საკითხები.


მწვავე რეაქცია აშშ-დან


დაჯარიმებული პლატფორმის მფლობელმა ილონ მასკმა ევროკომისიის გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა და ევროკავშირის მიმართ არაერთი მწვავე კომენტარი გააკეთა.


ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და თითოეულ ქვეყნას სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი“, - დაწერა ამერიკელმა მილიარდერმა თავის სოციალურ ქსელში.


მასკი მხოლოდ სიტყვიერი აღშფოთების გამოხატვით არ შემოიფარგლა და საპასუხო ზომებსაც მიმართა. მან ევროკომისიას თავის სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსება შეუზღუდა. კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკიტა ბირმა ევროკომისია ჯარიმის შესახებ განცხადების პოპულარიზაციისთვის პლატფორმის სარეკლამო სისტემის გამოყენებაში დაადანაშაულა.


“X- სჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი ხმა ჩვენს პლატფორმაზე. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ მიიჩნევთ, რომ წესები არ უნდა ვრცელდებოდეს თქვენს ანგარიშზე. თქვენი სარეკლამო ანგარიში გაუქმებულია”, - დაწერა კომპანიის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში.


X-ის დაჯარიმებამ ტრამპის ადმინისტრაციის აღშფოთებაც გამოიწვია, ადმინისტრაციამ ევროკომისიის გადაწყვეტილება ცენზურად და ამერიკულ კომპანიებზე თავდასხმად მიიჩნია.


ევროკავშირმა, ამერიკულ კომპანიებზე სისულელის გამო თავდასხმის ნაცვლად, მხარი უნდა დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებას”, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა ჯერ კიდევ ჯარიმის გამოცხადებამდე.


"ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან. ინტერნეტში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულდა," - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ში.


კომპანია X- 60-დან 90 დღემდე აქვს ვადა, მიიღოს ზომები ევროკავშირისციფრული მომსახურების აქტისმოთხოვნებ დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას დამატებითი ჯარიმა დაეკისრება.


ფოტო: bbc.com

ქეთი ჩოხელი
  • 0
  • 1077
0 Comments