წითელი ვერსია
  • 10
  • 9615

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

01 ივნისი 2024

1 ივნისს „მთავარმა არხმა“ და საინფორმაციო სააგენტო „აქცენტმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ მეთიუ მილერზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია "China Communications Construction Group (CCCG)" აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში შეიყვანა“.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს.


შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომელიც სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.


მედიაკრიტიკა
  • 10
  • 9615
0 Comments