„ცუდი საახალწლო საჩუქარი გაჭირვებულ ადამიანებს. წყალი ძვირდება!“
ასეთი შესავლით დაზაფრა 28 დეკემბრის ეთერით „ტვ პირველმა“ საზოგადოება და არხის ერთგული მაყურებელიც მოემზადა ცუდი ამბების მოსასმენად.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი:
„თბილისში, რუსთავში და მცხეთაში ახალი ტარიფები სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ამოქმედდება. ამ საკითხს დილიდან სემეკი განიხილავდა. წყლის და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამტკიცებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში GWP-ს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები გავლენას ტარიფებზეც მოახდენს. რამდენით ძვირდება წყალი, ამას რამდენიმე საათში გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის ეს დამატებითი ტვირთი იქნება“.
ამ ინფორმაციის შემდეგ ლოგიკურად მოაზროვნე მაყურებელი შეტრიალდებოდა და ოჯახის წევრებსაც გასძახებდა - წყალი გაგვიძვირა მთავრობამ ამ წინასაახალწლოდო და მრავალსართულიან გინებასაც მოაყოლებდა ისე, რომ ყურადღებას აღარ მიაქცევდა ინფორმაციის გაგრძელებას, სადაც უკვე ჩანდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.
თქვენც, ამ რეპლიკის მკითხველიც, დიდი ალბათობით ასევე დაიძაბეთ - ამხელა ტელეარხმა გამოაცხადა - წყალი ძვირდებაო! და თან დასტურად მოიყვანა მარეგულირებელი კომისია...
თანაც აგერ, დასტურის მამტკიცებლად ნარმანიაც გამოაჩინა, ესე იგი მართლა ძვირდება, რაღა აზრი აქვს კომისიის თავისმართლების დეტალების მოსმენას, ხომ?
„ტვ პირველი“ მართლა იდიოტები ხომ არ არიან, ნარმანია მათივე ინფორმაციის უარსაყოფად გამოიყვანონ?
დარწმუნებული ხართ, რომ ამას ვერ იზამდნენ?
მაშინ შეტრიალდით ტელეეკრანისკენ და მოუსმინეთ ნარმანიას კომენტარს:
„მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფები დარჩა უცვლელი, როგორც თბილისში, ასევე მცხეთაში და რუსთავში. ტარიფები გაიზარდა მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის“.
ანუ „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ გაჭირვებულ ადამიანებს წყალი უძვირდება და ამავე ინფორმაციის მეორე ნაწილში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ძვირდება.
რა კავშირშია გაჭირვებული ადამიანების დამატებითი ტვირთი კომერციულ ტარიფებთან?
და რაც მთავარია, რა კავშირშია ინფორმაციის დასაწყისის შინაარსი ნარმანიას პასუხის შინაარსთან?
როგორ დააკავშირა არხის საინფორმაციო სამსახურმა ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება?
მედიასაშუალებები, მითუმეტეს გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებში ხშირად არღვევენ საერთაშორისო სტანდარტებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს, მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, იყენებენ აკრძალულ ილეთებს, სხვადასხვა ფორმით ამახინჯებენ ფაქტებს, ცრუობენ კიდეც...
მაგრამ ასეთი თავზეხელაღებული და თანაც კომიკური სიცრუე არც მედიის და არც ტყუილების ისტორიას არ ახსოვს.
ტყუილი თავასთავად გულისხმობს რეალობისგან განსხვავებულ, განგებ შეთხზულ ინფორმაციას.
მაგრამ ტყუილი, რომელსაც სიმართლით ამყარებდნენ, ჯერ არავის უცდია.
ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანისთვის სამარადჟამოდ ამოუცნობი დარჩება, რა გათვლით გადაწყვიტა „ტვ პირველმა“ საახალწლო სიცრუის ტირაჟირებისას ამავე სიცრუის უარმყოფელი კომენტარის გაშვება.
თუმცა მეორეს მხრივ, სწორედ ასეთი, ალოგიკური მანიპულაციების გამოაშკარავება გვიბიძგებს საღად მოაზროვნე ადამიანებს - ვეძებოთ სანდო ინფორმაციის წყაროები და მოვერიდოთ ძირსნაყარს.
ტყუილი, რომელსაც სიმართლით ამყარებენ
28 დეკემბერი 2023„ცუდი საახალწლო საჩუქარი გაჭირვებულ ადამიანებს. წყალი ძვირდება!“