ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა დისკრედიტაციის მცდელობა ოპოზიციურ ტელემედიაში ხშირად აბსურდამდეც კი მიდის. სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ რამდენიმე არხის მიერ ერთდროულად განხორციელებული საინფორმაციო შეტევა, რომლის სამიზნეც ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის მერია აღმოჩნდა.
კერძოდ, 14 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ მაყურებელს აცნობეს, რომ გორის მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ზედამხედველობის სამსახურის უფროს ზვიად ანესაშვილს და მერის მოადგილე პაატა ივანიშვილს სასტიკად სცემეს.
ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ყველაფერი ანესაშვილის ოჯახში ღორის დაკვლით (?!) დაიწყო და სტუმრად მყოფ თანამშრომლებს შორის ჩხუბით გაგრძელდა:
„გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ღორი დაკლა და სუფრასთან მიიწვია გორის მერის მოადგილე პაკო ივანიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის სამი თანამშრომელი. ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სუფრასთან, რომელიც შემდეგ უკვე ფიზიკურში გადაიზარდა“.
საგულისხმოა, რომ როგორც მაყურებელს „პირველებმა“ განუცხადეს, ცემის შესახებ მათ შეტყობინება თავად ნაცემმა ანესაშვილმა გაუგზავნა და უთხრა, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ვერ საუბრობდა, თუმცა ამის მტკიცებულებად კადრში ჩანს სატელეფონო მიმოწერის ამსახველი გამოსახულება, სადაც არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი („პირველების“ მტკიცებით - ანესაშვილი) წერს მხოლოდ ასეთ შეტყობინებას: „ვერ ვლაპარაკობ. რა ხდება?“
ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აღნიშნული ტექსტი ზვიად ანესაშვილს ეკუთვნის, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი „ნაცემია“. ასეთ შეტყობინებას ადამიანები, როგორც წესი გზავნიან მაშინ, როცა მათ, უბრალოდ, არ სცალიათ.
მთლიანობაში, ტელეკომპანია „პირველს“ (ისევე როგორც „ფრომულას“ და „მთავარ არხს“) ჩხუბის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები უდასტურებენ, თუმცა რაიმე ტიპის მტკიცებულებას ან დამატებით ინფორმაციას არც ისინი გვაწვდიან. ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად უარყვეს იმ ოჯახებშიც, სადაც სიუჟეტების თანახმად, მოქმედება ხდება.
საინტერესოა ისიც, რომ „მთავარმა არხმა“ მაყურებელს „ჩხუბის ისტორიის“ მცირედ განსხვავებული ვერსია შესთავაზა და დაპირისპირების ადგილად „დახურული რესტორანი“ დაასახელა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიუჟეტების მომზადების რეალური მიზანი შესაძლოა იმის „დამტკიცება“ იყო, რომ მერიის თანამშრომლები ე.წ. „კომენდანტის საათს“ უპრობლემოდ არღვევენ.
ტელეკომპანიები, რომლებმაც 14 თებერვალს გორის მერიის მაღალი თანამდებობის პირები ეპიდემიური უსაფრთოხების რეჟიმის დარღვევასა და, ფაქტობრივად, ხულიგნობაში დაადანაშაულეს, მთელი დღის მანძილზე აცხადებდნენ, რომ გორის მერიის „ნაცემი“ მაღალჩინოსნები ჟურნალისტებთან კავშირზე არ გამოვიდნენ;
თუმცა, 14 თებერვალსვე ადგილობრივი მედიით გავრცელდა თავად ზვიად ანესაშვილისა და პაატა ივანიშვილის კომენტარები, სადაც ისინი ჩხუბისა და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებენ და მხოლოდ სუფრასთან შეკრებას ადასტურებენ, ისიც, არა ე.წ. კომენდანტის საათის დროს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ „დიანიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში მათ არც ფიზიკური დაზიანებები და არც ცემის კვალი არ ეტყობათ.

ტელეაბსურდი ღორის დაკვლის გარშემო
15 თებერვალი 2021ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა დისკრედიტაციის მცდელობა ოპოზიციურ ტელემედიაში ხშირად აბსურდამდეც კი მიდის. სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ რამდენიმე არხის მიერ ერთდროულად განხორციელებული საინფორმაციო შეტევა, რომლის სამიზნეც ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის მერია აღმოჩნდა.