წითელი ვერსია
  • 5
  • 10596

სოლიდარობის აქციის გაშუქება „იმედზე“

25 თებერვალი 2022

24 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობაც მოაწყეს, რომელიც თავისუფლების მოედანზე უკრაინის ჰიმნით დასრულდა.



/ფოტო „ევრონიუს ჯორჯია“/


თუმცა სოლიდარობის აქციის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მოკლე ინფორმაცია და რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები მოხვდა. 20:00 საათის „ქრონიკის“ ვრცელ სიუჟეტში სახელწოდებით „საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას“, გაშუქდა საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის, კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებები; რაც შეეხება „დროას“ მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას, „ქრონიკაში“ ითქვა, რომ „რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი ხალხის სიმრავლის გამო“ და „ისმის უკრაინის ჰიმნი“.


თუმცა, მაყურებელმა ეთერში ვერც ჰიმნი მოისმინა და აქციის შესახებაც მხოლოდ ახლო ხედით გადაღებული რამდენიმე ვიდეოკადრი იხილა, რომელიც შეკრების მასშტაბს და რეალურ სურათს ვერ ასახავდა.


უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით თბილისში გამართული აქცია, სხვა არაერთი ქართული არხისგან განსხვავებით, „იმედს“ მაყურებლისთვის არც პირდაპირ ეთერში შეუთავაზებია.



მანანა მჭედლიშვილი
  • 5
  • 10596
0 Comments