18 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედმა", პარტია "საქართველოსთვის" და "ლელოს" შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო და მოსაზრებები ფაქტისგან არ გამიჯნა.
„ქრონიკის“ 14-საათიან გამოშვებაში წამყვანმა თქვა, რომ:
"უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. უპრინციპოთა გაერთიანების შესახებ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია - ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო."
ფაქტი: „გაერთიანების შესახებ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან“.
შეფასება: „უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია - ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო."
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია „იმედზე“
18 სექტემბერი 202418 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედმა", პარტია "საქართველოსთვის" და "ლელოს" შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო და მოსაზრებები ფაქტისგან არ გამიჯნა.