30 სექტემბერს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი ასე წარადგინა:
"ქართული ოცნება" აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის ემზადება. საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის და ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების შემდეგ, ოლიგარქის პოლიტიკური კლანი კიდევ უფრო მეტად გადადის კრემლის კალაპოტში. ახლა ივანიშვილის მარიონეტი ლიდერები პოზიტიურს უწოდებენ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების გეგმას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რეალურად კი პუტინის ინიციატივამ - საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი როგორც მეზობელი სახელმწიფოები ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც კრემლი ხელს შეუწყობს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ფრთხილი, თუმცა დადებითი შეფასებები გამოიწვია...“
თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ფაქტი: „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ფრთხილი, თუმცა დადებითი შეფასებები გამოიწვია“.
ჟურნალისტის შეფასება: "ქართული ოცნება" აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის ემზადება. საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის და ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების შემდეგ, ოლიგარქის პოლიტიკური კლანი კიდევ უფრო მეტად გადადის კრემლის კალაპოტში. ახლა ივანიშვილის მარიონეტი ლიდერები პოზიტიურს უწოდებენ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების გეგმას..“
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია
30 სექტემბერი 202430 სექტემბერს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი ასე წარადგინა: