17 აპრილს, „ფორმულას“ 12:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა ტელემაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობას ითვალისწინებს.
პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტმა თქვა:
“გრანტების აკრძალვის კანონი” - სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს მას, რადგან წარმოუდგენელია, რომ რეჟიმმა თანხმობა მისცეს დაფინანსების მიღებაზე ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მას აკონტროლებენ, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. პარლამენტმა. დარჩა ფორმალური ნაწილი, რაც ივანიშვილის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერას გულისხმობს. მესამე სექტორს რეჟიმი წლებია, თავს ესხმის. ამ პროცესში არიან განსაკუთრებულად აგრესიული სახეებიც, მაგალითად, პაპუაშვილი და კობახიძე. ამ უკანასკნელმა დეზინფორმაციული კამპანია მესამე სექტორის მიმართ ახალ მასშტაბზე აიყვანა, როდესაც “რუსთავი2-ის” ეთერში ამტკიცებდა, რომ არასამთავრობოები ამერიკაში საერთოდ არ არსებობენ”.
თუ ამ ტექსტში ფაქტებს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ფაქტები: საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, მთავრობის ნებართვის გარეშე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა იკრძალება. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. საკანონმდებლო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჟურნალისტის ფრაზები - “გრანტების აკრძალვის კანონი”, “ე.წ. პარლამენტი”, “ივანიშვილის პრეზიდენტი”, “აგრესიული სახეები” - მისი პირადი შეფასებებია, რომლებიც ფაქტებისგან არ არის გამიჯნული.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.

შეფასებებით „გაფორმებული“ ფაქტები
17 აპრილი 202517 აპრილს, „ფორმულას“ 12:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა ტელემაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობას ითვალისწინებს.