მედიის პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ შეცდომებს სწორედ მაშინ უშვებენ, როცა საკუთარ ვარაუდს და წყაროს ბრმად ენდობიან.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შესაბამის სტრუქტურას, რომელმაც 28 სექტემბერს სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად აღიარების ე.წ. დოკუმენტი მიაწოდა, ელემენტარული გადამოწმების წესი რომ დაეცვა და ბრმად არ დაყრდნობოდა სოციალურ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რუსეთის ხელისუფლებას, არც მეტი არც ნაკლები, „სირცხვილიას“ აქტივისტის მხრიდან „დატროლვას“ გადაარჩენდა.
საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომებში გამობრძმედილი „დერჟავა“ თავად გაება იმგვარი „ფეიკის“ მახეში, რომლის დიდოსტატებად ბოლო დრომდე სწორედ რუსები მიიჩნეოდნენ.
„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის კვეთისას ხელი მოაწერეს რუსეთის ოკუპანტ სახელმწიფოდ ცნობის დოკუმენტს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მოუხდებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის მოემზადონ“ - განაცხადა 28 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
სპიკერი იმ დოკუმენტის ტექსტმა აღაშფოთა, რომელიც მას სხდომის მსვლელობისას გადასცეს და რომლის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას რუსეთის მოქალაქემ ხელმოწერით, გვარ-სახელისა და დაბადების თარიღის მითითებით უნდა დაადასტუროს, რომ რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმია, რომელმაც ეთნიკური წმენდა მოახდინა აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში.
ვოლოდინმა დოკუმენტზე ხელმომწერებს მოღალატეები და სამშობლოს გამყიდველები უწოდა, სახელმწიფო სათათბიროს უშიშროებისა და საერთაშორისო საქმეების კომიტეტებს კი საკითხში გარკვევა დაავალა.
ვოლოდინის მუქარამ აშკარად ააღელვა საქართველოში ლარსიდან შემოსული რუსეთის მოქალაქეები და ერთერთ ტელეგრამ-არხზე პასუხიც გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, დამატებით დოკუმენტებზე ხელმოწერას რუსეთის მოქალაქეებს არავინ სთხოვს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გააკეთა სპიკერმა აღნიშნული განცხადება.
სათათბიროს სპიკერის განცხადება გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმაც, თუმცა წყარო, რის საფუძველზეც ეს განცხადება გაკეთდა, მითითებული არ ყოფილა.
„ქართველმა აქტივისტებმა რუსეთის ხელისუფლება დატროლეს“ - ტვ „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შევიტყვეთ, რომ ვოლოდინის განცხადებამდე სამი დღით ადრე, „სირცხვილიას“ აქტივისტმა ანზორ ამზოევმა რუსულ ენაზე ყალბი „დოკუმენტი“ დაბეჭდა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად აღიარების მოთხოვნით, რომელსაც თითქოს უნდა დათანხმებოდნენ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეები.
როგორც ამზოევი ამბობს, ორთოგრაფიული შეცდომებით სავსე „დოკუმენტი“ ტელეგრამ-არხებზე ატვირთა, თავი რუსეთის მოქალაქედ გაასაღა და იკითხა - ხელმოწერას მთხოვენ და რას მირჩევთო. ინფორმაცია ზუსტად 2 წუთში წაიშალა, ამზოევი კი დაბლოკეს.
დღეს „სირცხვილიას“ აქტივისტი გაოცებას ვერ მალავს იმ შედეგით, რომელიც მის ხუმრობას მოჰყვა: - ტელეგრამ-არხების მომხმარებლის ნაცვლად, „დატროლილი“ რუსეთის სათათბირო და რუსული მედია აღმოჩნდა.
მომხდარის შესახებ დღეს უკვე დუმს რუსული მედიაც და ოფიციოზიც.
„ვოლოდინის ქეისი“, რომელიც უფრო კომიკური აგენტურული სერიალების სიუჟეტს წააგავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს, დრამატულად მეტყველებს ომის წამომწყები სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში არსებულ სიტუაციასა და ომს გამოქცეული ადამიანების რეალურ მდგომარეობაზე;
ასევე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება და სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე, საეჭვო წყაროდან მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას.
შეამოწმე!
29 სექტემბერი 2022მედიის პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ შეცდომებს სწორედ მაშინ უშვებენ, როცა საკუთარ ვარაუდს და წყაროს ბრმად ენდობიან.