წითელი ვერსია
  • 8
  • 4380

სახიფათო შეცდომა „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში

16 დეკემბერი 2021

15 დეკემბერს, 20:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში „იმედმა“ მაყურებელს უამბო „აფხაზი ბლოგერის შესახებ, რომელიც საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა“.


სწორედ ამგვარად იყო დასათაურებული რეპორტაჟი, რომლის წარდგენისას წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ 26 წლის ბლოგერმა „საოკუპაციო საზღვარი ქართველი მეგობრების დახმარებით გადმოლახა“.


ამ ინფორმაციიდან ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდა აფხაზი რეალურად საქართველოში კი არ ჩამოვიდა და მანამდე სხვა ქვეყანაში კი არ ცხოვრობდა, არამედ საქართველოს ოკუპირებული ნაწილიდან (აფხაზეთიდან) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.


აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სიუჟეტში მსგავსი ფორმულირება აღარ გვხვდება და ჟურნალისტი „საქართველოს“ ნაცვლად უკვე „საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიას“ იყენებს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 4380
0 Comments