წითელი ვერსია
  • 10
  • 14219

როგორ „დაკითხა“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პრეზიდენტი

16 ივნისი 2022

16 ივნისს ევროპის მოედანზე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.


უკომენტაროდ გთავაზობთ შეკითხვებს, რომელიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პრეზიდენტს დაუსვა:



ჟურნალისტი: თქვენი მოქალაქეობრივი ვალი გეუბნებათ თუ არა, რომ 20 ივნისს უნდა მიხვიდეთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თქვენი მოქალაქეობრივი ვალი რას გეუბნებათ, ქალბატონო სალომე?


პრეზიდენტი: მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე.


ჟურნალისტი: პოლიტიკური შეხვედრაა 20 ივნისი? გახსოვთ, სამი წლის წინ რა მოხდა?


პრეზიდენტი: და თქვენ თუ გახსოვთ ჩემი განცხადება?


ჟურნალისტი: ყველაფერი გვახსოვს, ქალბატონო სალომე! ამ დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა იდგეთ თუ არა საკუთარ ხალხთან?


ჟურნალისტი: 20 ივნისის დისკრედიტაციას რატომ ცდილობთ, ქალბატონო სალომე? ახალგაზრდების დისკრედიტაციას რატომ ცდილობთ, ვინც 20 ივნისს მივა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რას ნიშნავს პოლიტიკური შეკრება, მაშინ განმარტეთ რა პოლიტიკური შეხვედრა?


პრეზიდენტი: სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთჯერ და არა მეორეზე და მესამეზე...


ჟურნალისტი: თქვენ ხომ ამბობთ, რომ ერთობა სახელმწიფოებრივი საკითხია?...


ჟურნალისტი: როდესაც გვყავს პოლიტიკური პატიმრები, როგორ დასკვნას ელოდებით, თქვენ გაქვთ დისკრეციის უფლება, თქვენ გაქვთ იარაღი, აპირებთ თუ არა [ნიკა გვარამიას შეწყალებას- ავტ.]?...


ჟურნალისტი: ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ეს თქვენს ინტერესებს სცდება, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს?...


ჟურნალისტი: არ ფიქრობთ, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში თქვენ შეგეძლოთ...


ჟურნალისტი: შეგეძლოთ ნაბიჯების გადადგმა, ვაზუსტებ, ქალბატონო სალომე!


პრეზიდენტი: არ შემიძლია, თუ მაწყვეტინებთ შუა აზრის განვითარებას...


ჟურნალისტი: იქნებ, ჩემი კითხვა დავამთავროთ...


პრეზიდენტი: ევროპა იმას ჰქვია, რომ თუ გვინდა ევროპა, რომ რესპონდენტს აცლით, ბოლომდე ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, ხედვა.


ნატა მინდელი
  • 10
  • 14219
0 Comments