წითელი ვერსია
  • 0
  • 7604

რისი თქმა უნდოდა გიგი თევზაძეს?

08 მაისი 2023

„ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის:


ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტულიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია).


ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა&ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს.


სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით“ - ეს ილიაუნის ლექტორის, სოციოლოგ გიგი თევზაძის ფეისბუკ-სტატუსია.


ილიაუნის ლექტორი გიგი თევზაძე: „ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო“ – ეს კი ამავე სტატუსზე დაყრდნობით „იმედის“ მიერ მომზადებული ნიუსია, რომელიც სოციალურ ქსელში „იმედის“ გვერდზე ქარდ-ნიუსად გავრცელდა.


მართალია, „იმედმა“ იქვე მიუთითა ინფორმაციის წყაროც, მაგრამ საბოლოოდ, სათაურმა იმუშავა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:


„როგორ შეიძლება ასეთი მსჯელობა, ქართველი არ ხარ?!“


განათლებული ადამიანი ასეთ სიტყვას რომ აკადრებს წინაპარს, მათ ვეღარ ესაუბრება..“


„როგორ მეცოდებიან ეს ახალგაზრდები ასეთების ხელში..“ და ა.შ.


რისი თქმა სურდა გიგი თევზაძეს?


თავად სტატუსში გამოთქმულ მოსაზრებებზე დავა და კამათი შესაძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ „იმედის“ ქარდი მანიპულაციურია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ გადმოსცემს ფეისბუკ-სტატუსის შინაარსს. ის უფრო ავტორის წინაპრებისადმი დამოკიდებულებაზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე სტატუსში გამოთქმულ მოსაზრებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ქელეხი და საფლავზე ქეიფი არაქრისტიანულია.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 7604
0 Comments