COVID-19-მა საქართველოში და არა მხოლოდ, ბევრი ორგანიზაციის მუშაობის წესი შეცვალა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტამდე, ანუ დაახლოებით 20 დღეში შესამჩნევად შეიცვალა ქართული მედიაც.
ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე, ეკრანზე ხშირად ვხედავდით ჟურნალისტების და ოპერატორების მიერ სავარაუდო ინფიცირებულების დევნის, სასწრაფო დახმარების მანქანებში სახეზე აფარებული მიკროფონების, კომენტარის მოპოვებისთვის მებრძოლი, სრულიად დაუცველი რეპორტიორების მიერ რესპონდენტების ალყაში მოქცევის კადრებს. ეს ყველაფერი აჩენდა შიშს, რომ ვირუსის ერთერთი პირველი შიდაგადამტანები შესაძლოა, თავად ჟურნალისტები გამხდარიყვნენ.
სპეციალისტების მიერ საგანგებოდ მედიისთვის მიცემული რჩევების შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდა „შიშველი“ მიკროფონები ღრუბლების გარეშე, სამედიცინო ნიღბებით დაცული რეპორტიორები, მშვიდად მოპასუხე რესპონდენტები და მათთვის დასმული სულ უფრო გარჩევადი კითხვები; ინფორმაციული ხასიათის მასალები როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში არსებული ვითარების შესახებ.
ნაკლები პირდაპირი კონტაქტების შესახებ სპეციალისტების რჩევის შემდეგ გახშირდა რესპონდენტების ონლაინ-კომენტარებიც. მედიის განსაკუთრებული და დაჟინებული ინტერესის საგანი არ გამხდარა ინფიცირებულთა ვინაობა - ჟურნალისტები პაციენტებს ნომრებით მოიხსენიებენ.
ჯერ კიდევ 26 თებერვალს, პირველი ინფიცირების შემთხვევის ოფიციალურად დადასტურებამ ბრიფინგის დარბაზში მყოფი ჟურნალისტების ისეთი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია, რომ შეუძლებელი იყო შეკითხვების გარჩევა.
სულ რაღაც 20 დღეში - 16 მარტს, როცა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა, მაყურებელს არცერთი ტელეარხით არ უნახავს კლინიკიდან მისი გამოსვლის თუ ადევნებული ჟურნალისტების კადრები.
პაციენტი N1-ის საავადმყოფოდან გამოსვლა დაემთხვა ბოლო დღეების ერთერთი მთავარი გმირის - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა მას სიურპრიზი მოუწყვეს და იუბილე ტორტით და სიმღერით მიულოცეს.
ამ ამბის ამსახველ ვიდეოში მედიის მუშაობის წესში შეტანილი თვალსაჩინო ცვლილებაც ჩანდა - სამედიცინო ნიღბებით და ხელთათმანებით აღჭურვილი ჟურნალისტები.
პირველი ინფიცირებიდან პირველ გამოჯანმრთელებამდე
17 მარტი 2020COVID-19-მა საქართველოში და არა მხოლოდ, ბევრი ორგანიზაციის მუშაობის წესი შეცვალა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტამდე, ანუ დაახლოებით 20 დღეში შესამჩნევად შეიცვალა ქართული მედიაც.

ფოტო ambebi.ge