ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 16 მაისს, 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირი ჩართვის დროს, მაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა.
ჟურნალისტი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ოპოზიციონერ აქტივისტებთან შეხვედრის შესახებ საუბრობდა, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ კაფეში შედგა.
“რადიკალები არ საუბრობენ იმ დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე, რომლის რიტორიკაც ხშირად სცდება დიპლომატიის წესებს და ოპოზიციის გზავნილებს ემთხვევა”,- აღნიშნა ჟურნალისტმა.
თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებებს თუ გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ფაქტი: - ოპოზიციონერი აქტივისტები დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ.
ფრაზები: - “რადიკალები”, “რიტორიკა ხშირად სცდება დიპლომატიის წესებს“ - არის ჟურნალისტის შეფასებები.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნის შესახებ
16 მაისი 2025ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 16 მაისს, 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირი ჩართვის დროს, მაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა.