წითელი ვერსია
  • 1
  • 1930

ფაქტის და შეფასების გამიჯვნის შესახებ

14 მაისი 2025

14 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ 17:00 საათის გამოშვების წამყვანმა, მაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა, იმ განცხადების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ მიიღო:


„ანტიეროვნული და ანტიამერიკული განცხადებების სერია - დღე მეორე. „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, სპეციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. ეს პასუხია „მეგობარ აქტზე“, რომელიც რეჟიმს სანქციებით ემუქრება. „ოცნების“ დოკუმენტი სავსეა დეზინფორმაციით, კონსპირაციის თეორიებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ხშირად რეჟიმის პარლამენტი დიფ სტეიტს ახსენებს“ - თქვა წამყვანმა.


თუ ამ ტექსტში ფაქტსა და შეფასებებს გავმიჯნავთ, შემდეგ სურათს მივიღებთ:


ფაქტი - საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.


წამყვანის ფრაზები - „ანტიეროვნული და ანტიამერიკული განცხადებების სერია“, „ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოცნების“ დოკუმენტი სავსეა დეზინფორმაციით, კონსპირაციის თეორიებით“ - არის მისი შეფასებები.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 1
  • 1930
0 Comments