28 მაისს, 14:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ტელემაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა. ჟურნალისტი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების შეფასებებზე საუბრობდა.
"დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილის შინაარსს კი ოპოზიციის სპეკულაციები სრულიად აცდენილია,"- აღნიშნა მან.
თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ფაქტი: დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილის შინაარსზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს ოპოზიციას.
ფრაზა: "წერილის შინაარსს კი ოპოზიციის სპეკულაციები სრულიად აცდენილია" - არის ჟურნალისტის შეფასება.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნის შესახებ
28 მაისი 202528 მაისს, 14:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ტელემაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა. ჟურნალისტი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების შეფასებებზე საუბრობდა.