წითელი ვერსია
  • 4
  • 3235

ფაქტის და შეფასების გამიჯვნის შესახებ

27 მაისი 2025

27 მაისს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, პრემიერ-მინისტრის კომენტარი მაყურებელს საკუთარი შეფასებებით გააცნო.


ჟურნალისტმა თქვა: „ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ძალიან მძიმე წასაკითხი იყო მაკრონის, ტუსკის და მერცის მიერ გავრცელებული განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გმობს საქართველოს ხელისუფლების ნებისნიერ ნაბიჯს, რომელიც იწვევს საქართველოს დმეოკრატიის უკუსვლას“.


თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებას გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:


ფაქტი: მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადება გმობს საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას.


ფრაზა - „ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ძალიან მძიმე წასაკითხი იყო მაკრონის, ტუსკის და მერცის მიერ გავრცელებული განცხადება“, - არის ჟურნალისტის შეფასება.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.



მედიაკრიტიკა
  • 4
  • 3235
0 Comments