წითელი ვერსია
  • 8
  • 8585

ფაქტია თუ შეფასება?

13 ნოემბერი 2024

13 ნოემბერს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით მიაწოდა.


15-საათიან გამოშვებაში, ჟურნალისტმა თქვა:


„ნამდვილად არაფერი ყოფილა დღეს გასაკვირი პრემიერმინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მან თქვა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა რომ შეიკრიბება, შემდგომ იმსჯელებენ ისინი ოპოზიციონერი დეპუტატების საკითხზე და ფაქტია, რომ კიდევ და კიდევ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას ხელისუფლება და ფაქტია ის, რომ მთავარი ამოცანა ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის არის, როგორღაც გაამართლოს მიტაცებული, მოპარული არჩევნები. მართალია, ეს მისია შეუსრულებელია, მაგრამ ჯერჯერობით ხმამაღალ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად აკეთებენ“.


თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:


ფაქტი: „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა რომ შეიკრიბება, შემდგომ იმსჯელებენ ისინი ოპოზიციონერი დეპუტატების საკითხზე.“


ჟურნალისტის შეფასებები: „ფაქტია, რომ კიდევ და კიდევ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას ხელისუფლება და ფაქტია ის, რომ მთავარი ამოცანა ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის არის, როგორღაც გაამართლოს მიტაცებული, მოპარული არჩევნები. მართალია, ეს მისია შეუსრულებელია, მაგრამ ჯერჯერობით ხმამაღალ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად აკეთებენ“.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 8
  • 8585
0 Comments