7 მაისს, ტელეკომპანია „პირველის“ 15:00 საათის გამოშვებაში, წამყვანმა მაყურებელს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არჩევის ფაქტი საკუთარი შეფასებებით გააცნო:
„მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა, ოლიგარქის გუნდმა, საიდანაც ხალხი გარბის, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობა, რომლისთვისაც დიდი სამზადისი იყო, მხოლოდ 18 წუთში დასრულდა“ - თქვა წამყვანმა.
თუ ამ ტექსტში ფაქტსა და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ფაქტი: პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
წამყვანის ფრაზები - „მწვავე პოლიტიკური კრიზისი,“ „ოლიგარქის გუნდი,“ „ხალხი გარბის“ - არის მისი შეფასებები.
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.
ფაქტია თუ შეფასება?
07 მაისი 20257 მაისს, ტელეკომპანია „პირველის“ 15:00 საათის გამოშვებაში, წამყვანმა მაყურებელს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არჩევის ფაქტი საკუთარი შეფასებებით გააცნო: