წითელი ვერსია
  • 4
  • 1820

ფაქტია თუ შეფასება?

01 მაისი 2025

1 მაისს, “ტვ პირველის” 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, წამყვანმა ტელემაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ე.წ. „MEGOBARI აქტის“ - საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის კენჭისყრის თარიღთან დაკავშირებით.


“ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის სანქცირების აქტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დღის წესრიგში ჩასვა. საბოლოო კენჭისყრა მომდევნო კვირასაა დანიშნული. როგორც ჩანს, ოლიგარქის სახელით ვაშინგტონში საქმეების დასალაგებლად ჩასულმა ლევან დავითაშვილმა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, ამიტომ, შტატები სრული სვლით მოქმედებაზე გადავიდა”, - აღნიშნა წამყვანმა.


თუ ამ ტექსტში ფაქტს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:


ფაქტი: საქართველოს შესახებ მომზადებული ე.წ. "მეგობარი აქტი" ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დღის წესრიგში ჩასვა. საბოლოო კენჭისყრა მომდევნო კვირასაა დანიშნული.


წამყვანის ტექსტი: - “როგორც ჩანს, ოლიგარქის სახელით ვაშინგტონში საქმეების დასალაგებლად ჩასულმა ლევან დავითაშვილმა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, ამიტომ შტატები სრული სვლით მოქმედებაზე გადავიდა”, - არის მისი შეფასება.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 4
  • 1820
0 Comments