წითელი ვერსია
  • 7
  • 10177

ფაქტები შეფასებებს მიღმა

24 სექტემბერი 2024

24 სექტემბერს, „ტვ პირველის“ წამყვანებმა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნეს.


მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა, რომ:


"სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა ხელისუფლებას წონასწორობა საბოლოოდ დააკარგვინა. "ოცნებამ", რომელიც ზურაბიშვილს პოლიტიკურ წონას უწუნებს, დღეს თავად აღიარა, რომ პრეზიდენტის სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს. „პრორუსული არა, ეს უკვე რუსული მთავრობაა". - თქვა პრეზიდენტმა და ამით "ოცნებას" პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.


შალვა პაპუაშვილმა პრაქტიკულად ისიც აღიარა, რომ ორბელიანის სასახლეში ხელმოწერილი ქარტია "ოცნებისთვის" დიდი თავის ტკივილია, ამიტომ პაპუაშვილი მაქსიმალურად ცდილობდა ამ დოკუმენტის და მისი ავტორის დაკნინებას. "ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა". - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას."


ფაქტი 1: „პრორუსული არა, ეს უკვე რუსული მთავრობაა". - თქვა პრეზიდენტმა.


ფაქტი 2: „ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა". - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას.


ჟურნალისტის შეფასება: „სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა ხელისუფლებას წონასწორობა საბოლოოდ დააკარგვინა. ოცნებამ, რომელიც ზურაბიშვილს პოლიტიკურ წონას უწუნებს, დღეს თავად აღიარა, რომ პრეზიდენტის სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს. შალვა პაპუაშვილმა პრაქტიკულად ისიც აღიარა, რომ ორბელიანის სასახლეში ხელმოწერილი ქარტია "ოცნებისთვის" დიდი თავის ტკივილია, ამიტომ, პაპუაშვილი მაქსიმალურად ცდილობდა ამ დოკუმენტის და მისი ავტორის დაკნინებას."


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 7
  • 10177
0 Comments