წითელი ვერსია
  • 5
  • 9693

ფაქტები შეფასებებს მიღმა

27 ნოემბერი 2024

27 ნოემბერს, „ქრონიკაში“ 14 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, ინფორმაცია ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ, მაყურებელს საკუთარი შეფასებებით მიაწოდა.


ჟურნალისტმა თქვა:


„ვითარება ნამდვილად რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ ბოლომდე ოპოზიციური სპექტრი თავად ვერ ჩამოყალიბდა რას აპირებს. არც იმ პოლიტიკურმა ხრიკებმა გაამართლა, რომელსაც აქამდე მიმართავდნენ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სიებს ხსნიდნენ ცესკოში. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩა და კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ მიმართა დღეს საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით“.


ფაქტი: „კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ მიმართა დღეს საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით“.


შეფასება: „ვითარება ნამდვილად რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ ბოლომდე ოპოზიციური სპექტრი თავად ვერ ჩამოყალიბდა, რას აპირებს. არც იმ პოლიტიკურმა ხრიკებმა გაამართლა, რომელსაც აქამდე მიმართავდნენ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სიებს ხსნიდნენ ცესკოში“.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტსა და მოსაზრებას შორის.


მედიაკრიტიკა
  • 5
  • 9693
0 Comments