20 ივნისს, „ტვ პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დიდი ბრიტანეთის საელჩოდან პირდაპირი ჩართვა შემოგვთავაზეს ელჩის, მაიკლ კლეიტონის კომენტარებით.
ჟურნალისტმა ჩართვაში გვითხრა, რომ „რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ბრიტანეთის მთავრობის ერთერთი მაღალჩინოსნის, საგარეო საქმეთა მინისტრ კამერონისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ბრიტანეთმაც, შესაძლოა, განიხილოს შეერთებული შტატების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირება რუსული კანონის დამტკიცების გამო“.
სინამდვილეში,
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონს არც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და არც მანამდე, Sky News-თან ინტერვიუში, სანქციების შესახებ არაფერი უთქვამს.
ამავე პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტმა თქვა: „მას შემდეგ, რაც სკრიპალის მკვლელობა განახორციელა რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, რუსული გავლენების შესამცირებლად, ბრიტანეთის მთავრობაში 5 წლის წინ დაიწყო უცხოური გავლენის აგენტის კანონთან დაკავშირებით მსჯელობა.“
სინამდვილეში,
რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი 2018 წელს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოწამლეს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, სკრიპალი, საკუთარ ქალიშვილთან ერთად, შეცვლილი გვარ-სახელით, ამჟამად ახალ ზელანდიაში ცხოვრობს.
ორი ტყუილი ერთ ამბავში
20 ივნისი 202420 ივნისს, „ტვ პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დიდი ბრიტანეთის საელჩოდან პირდაპირი ჩართვა შემოგვთავაზეს ელჩის, მაიკლ კლეიტონის კომენტარებით.