საქართველოს ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემა ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მაყურებელი არაერთგვაროვან ინფორმაციას იღებს.
7 იანვრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია „იმედი“ იუწყებოდა, რომ გუდაურში წყლის მიწოდება სრულადაა აღდგენილი, ბაკურიანში კი პრობლემა 90%-ით მოგვარებულია. გუდაურში მყოფი ერთ-ერთი უცხოელი დამსვენებელი სიუჟეტში აღნიშნავს, რომ წყლის პრობლემა უკვე აღარ აქვს და გუდაურს „პატარა ევროპას“ ადარებს.
ამავე დღეს, 7 იანვარს, რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა „მთავარი არხი“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ტელეკომპანიის ცნობით, „საქართველოში ტურისტული სეზონი ჩავარდა“, „გუდაურში წყალი ისევ არ არის“ და „ტურისტები გაიქცნენ“. როგორც სიუჟეტის ავტორი გვიამბობს, სასტუმროების საიტებზე დამსვენებლები წერენ, რომ „გუდაურის აპარტამენტებში ფეკალიების სუნი დგას“. რესპონდენტებიც უწყლობაზე, ჰიგიენური ნორმების არარსებობაზე და აქედან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობდნენ.
აღნიშნულ არხებზე წყალმომარაგების თემის გაშუქების ანალიზი აჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში სიუჟეტი ტენდენციურია. შესაბამისად, 7 იანვარს ვერც „იმედის“ და ვერც „მთავარი არხის“ მაყურებელმა რეალური სურათის დასანახად სრული ინფორმაცია ვერ მიიღო.
ორი „მედიარეალობა“ ბაკურიანის და გუდაურის შესახებ
08 იანვარი 2020საქართველოს ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემა ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მაყურებელი არაერთგვაროვან ინფორმაციას იღებს.