13 სექტემბერს, „მთავარი არხის“ 12-საათიანი გამოშვების წამყვანმა მაყურებელს ფაქტი საკუთარი შეფასებებით მიაწოდა, თავად ფაქტში კი უზუსტობა დაუშვა.
წამყვანის სიტყვებით:
„ოცნებამ“ პოლიტიკური რეპრესიები კანონად აქცია. რუსული კანონის დამტკიცების პარალელურად, პრორუსი ოლიგარქის პარტიამ ფარულად მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გადაიქცა. კერძოდ, პრემიერის დაქვემდებარებულ უწყებას უფლება აქვს, ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის შესახებ გამოითხოვოს ან დაამუშავოს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, ინფორმაცია ჯანმრთელობისა და ინტიმური ცხოვრების შესახებ და ა.შ. ამგვარი ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი კი შეიძლება გახდეს კერძო პირის მიერ გაკეთებული ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის განცხადება. მეტიც, ამ უკანონოდ დაკანონებული ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ უკვე დაიწყო და ფინანსური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს მოძრაობა “აირჩიე ევროპის” დამფუძნებლებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია.“
ფაქტი: „პრემიერის დაქვემდებარებულ უწყებას უფლება აქვს, ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის შესახებ გამოითხოვოს ან დაამუშავოს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, ინფორმაცია ჯანმრთელობისა და ინტიმური ცხოვრების შესახებ და ა.შ. ფინანსური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს მოძრაობა “აირჩიე ევროპის” დამფუძნებლებს“.
შეფასება: „ოცნებამ“ პოლიტიკური რეპრესიები კანონად აქცია. რუსული კანონის დამტკიცების პარალელურად პრორუსი ოლიგარქის პარტიამ ფარულად მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გადაიქცა. უკანონოდ დაკანონებული ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ უკვე დაიწყო. როგორც ჩანს, ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია.“
უზუსტობა: „პრემიერის დაქვემდებარებულ უწყებას უფლება აქვს, ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის შესახებ გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია“.
სინამდვილეში,
ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს, გამოითხოვოს და დაამუშავოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირების პირადი სახის ინფორმაცია.
ორი დარღვევა ერთ წარდგენაში
13 სექტემბერი 202413 სექტემბერს, „მთავარი არხის“ 12-საათიანი გამოშვების წამყვანმა მაყურებელს ფაქტი საკუთარი შეფასებებით მიაწოდა, თავად ფაქტში კი უზუსტობა დაუშვა.