3 ივლისს, გადაცემაში "ფორმულას დღე“ ითქვა, რომ "ქართული ოცნების" დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე არ გააპროტესტა რეზოლუციის ჩანაწერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოს დელეგაციიდან იყო ერთადერთი, ვინც ეუთოში ითხოვდა დოკუმენტიდან ქვეყნისთვის არასასურველი ჩანაწერის ამოღებას". - უთხრა წამყვანმა მაყურებელს.
სინამდვილეში,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ 2 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა რეზოლუციის პროექტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ჩანაწერს.
"მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს, წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე.
აბზაცში წერია, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაურად კონსტრუირებული ტერმინი, თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვფიქრობდი, რომ ბოლო 4 წელია, სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია". - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნიკოლოზ სამხარაძის გამოსვლის ტექსტი წაიკითხეთ აქ:
მცდარი ინფორმაცია „ფორმულას“ ეთერში
03 ივლისი 20243 ივლისს, გადაცემაში "ფორმულას დღე“ ითქვა, რომ "ქართული ოცნების" დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე არ გააპროტესტა რეზოლუციის ჩანაწერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.