11 ივნისს, 15-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, "მთავარმა არხმა" მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზეც კი უარს აცხადებს.
ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობის გაშუქებისას, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა აღნიშნა:
"მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ჰუმანიტარულ დახმარებაზეც კი უარი თქვა უკრაინის შემთხვევაში და ქართველმა ხალხმა შეაგროვა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან სწორედ საზოგადოების სახელით გაიგზავნა".
სინამდვილეში,
- 2022 წლის 27 თებერვალს საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 1 მილიონი ლარის ღირებულების 100 ტონა ტვირთი გაგზავნა.
- 2022 წლის 28 მარტს მთავრობის ორგანიზებით უკრაინაში 120 ტონა ტვირთი გაიგზავნა.
- 2022 წლის მარტში, სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 60 ტონამდე ტვირთი გაგზავნა რამდენიმე ეტაპად.
- 2022 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 1.5 მლნ ლარის ღირებულების 25 გენერატორი გაგზავნა. გენერატორების გაგზავნას წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ანდრეი კასიანოვი ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხოდ ტოვებდა უკრაინის თხოვნას, გენერატორებით და ტრანსფორმატორებით დახმარების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ განმარტა, რომ უკრაინისთვის საჭირო მაღალი ძაბვის გენერატორები საქართველოში არ იწარმოება, თუმცა, დაახლოებით ერთი თვის ვადაში, მთავრობამ შეიძინა გენერატორები და გაგზავნა უკრაინაში.
- საქართველომ უკრაინელი ლტოლვილებიც მიიღო. სახელმწიფომ გაიღო მათი საცხოვრებელი ხარჯები, გაიხსნა უკრაინული სკოლები. საქართველოს მთავრობის 2023 წლის დადგენილებით კი, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში დარჩენის ნება კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივდათ.
- დღეს, 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში განაცხადა, რომ „უკრაინაში გაიგზავნა 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში."
მცდარი ინფორმაცია „მთავარი არხის“ ეთერში
11 ივნისი 202411 ივნისს, 15-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, "მთავარმა არხმა" მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზეც კი უარს აცხადებს.