კოვიდპანდემიასთან ბრძოლისა და იმუნიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ინსტუტიციების როლი და პოზიცია; ამ კუთხით, საზოგადოებისა და მედიის ინტერესის ობიექტებს შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.
აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში გამწვავებული ეპიდვითარების ფონზე მედია სულ უფრო ხშირად ინტერესდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციით და სხვადასხვა მედიასაშუალებებში ხშირად ვხვდებით ეკლესიის კრიტიკასაც იმის გამო, რომ იგი ოფიციალურად არ მოუწოდებს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ.
მედიას, ცხადია, აქვს უფლება დასვას კითხვები და გამოხატოს კრიტიკული პოზიცია ნებისმიერი ინსტიტუტის მიმართ, თუმცა საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს მრევლის დიდი ნაწილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად პატრიარქის კურთხევას ან მოწოდებას ელოდება, არა მხოლოდ არასწორია, არამედ შეიცავს საზოგადოების დაბნევისა და დეზორიენტირების საფრთხესაც, რადგან მსგავსი განცხადებების ფონზე მორწმუნე ადამიანების ნაწილმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მრევლისთვის ვაქცინის გასაკეთებლად აუცილებელია კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება ან კურთხევა.
აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა 19 აგვისტოს, როცა ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ღვთისმსახურებას ტელემედია გამოეხმაურა.
მათ შორის, ტელეკომპანია „პირველმა“ 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს წარუდგინა სიუჟეტი სახელწოდებით „მრევლი კურთხევის მოლოდინში“. გამოშვების წამყვანის მტკიცებით, სამების ტაძარში მისული მრევლის უდიდესი ნაწილი „ილია მეორის კურთხევის მოლოდინშია და საბოლოო გადაწყვეტილებასაც უწმინდესის გზავნილის შემდეგ მიიღებს.“
რეალურად, ამგვარი წარდგენის მიუხედავად მაყურებელმა სიუჟეტში მოისმინა სამი რესპონდენტის მოსაზრება, რომელთაგან ორი პირდაპირ გამორიცხავს „კურთხევის მოლოდინის“ ვერსიას.
მაგალითად, სიუჟეტში წარმოდგენილი პირველი რესპონდენტი ამბობს, რომ „ყველაფერს კურთხევა არ სჭირდება. ადამიანმა უნდა განსაზღროს თავისი შესაძლებლობები, მონაცემები, დღევანდელი საზოგადოებრივი მდგომარეობა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.“
კიდევ ერთი რესპონდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ვაქცინა „პრევენციის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა და ვაქცინაცია აუცილებელია“ და მხოლოდ ერთი რესპონდენტი აფიქსირებს „პირველების“ მტკიცებასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ მოსაზრებას.
კერძოდ, იგი ამბობს რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო კითხვაზე აიცრება თუ არა „თუ კურთხევას გასცემს პატრიარქი და სასულიერო პირები“, პასუხობს - „დაველოდები“.
ამგვარად, ჟურნალისტის მიერ „მრევლის უდიდესი ნაწილის“ პოზიციად წარმოჩენილი მოსაზრება უშუალოდ სიუჟეტში წარმოდგენილი რესპონდენტების უმრავლესობასაც კი არ დაუდასტურებია, თუმცა ამის მიუხედავად, სიუჟეტის დასასრულს მაყურებელი მაინც ამგვარ დასკვნას ისმენს: „მრევლი პატრიარქის კურთხევის მოლოდინშია“.
ცნობისთვის: მტკიცება, თითქოს ვაქცინაციის მიმართ უარყოფითად (ან სკეპტიკურად) განწყობილი ადამიანების უმრავლესობა პატრიარქის კურთხევას ელოდება ან მათი პოზიცია ეკლესიის კურთხევის არარსებობით არის განპირობებული, არ დასტურდება სოციოლოგიური კვლევებითაც, ხოლო ეკლესიის წარმომადგენლებს არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მორწმუნე მრევლს ვაქცინის გასაკეთებლად არ სჭირდება არავითარი კურთხევა, ეს საერთოდ არ არის რელიგიური საკითხი და ადამიანებმა გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციითა და სამედიცინო არგუმენტებით უნდა მიიღონ.
საპატრიარქოს წარმომადგენლები ასევე ხშირად უსვამენ ხაზს იმასაც, რომ დაუშვებელია ვაქცინისთვის ანტირელიგიური დატვირთვის მინიჭება (ვაქცინაციის „დემონიზება“) და უარყოფითად აფასებენ ცალკეული სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებებს.
ის, რომ საპატრიარქო ვაქცინაციას არ განიხილავს რელიგიური კუთხით არასასურველ აქტად, დამატებით ასევე დასტურდება იმითაც, რომ არაერთი სასულიერო პირი უკვე აიცრა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიას, ცხადია, შეუძლია დასვას კითხვა იმასთან დაკავშირებით, სასურველია თუ არა საქართველოს ეკლესიამ უფრო მკაფიოდ და ცალსახად დაუჭიროს მხარი მასობრივი იმუნიზაციის პროცესს და შეიძლება წარმოგვიდგინოს საკუთარი ვარაუდებიც, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ასახულიყო საზოგადოების განწყობებზე, მაგრამ რეალურად, მოცემულ სიუჟეტში ვხედავთ შექმნილ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობის გამოკვეთილად ეკლესიაზე დაკისრების მცდელობას, რასაც ადასტურებს სიუჟეტის სხვა ეპიზოდებიც.
მაგალითად, ჟურნალისტის თქმით, „სასულიერო პირების ნაწილი ქვეყანაში შექმნილ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს“, თუმცა მაყურებელი რეალურად მხოლოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძის მოსაზრებას ისმენს, რომელიც საპატრიარქოს მიმართ ზოგადად კრიტიკული დამოკიდებულებითაა ცნობილი.
„პირველები“ ასევე გვამცნობენ ტაძრებში ღვთისმსახურების დროს კოვიდრეგულაციების დარღვევის შესახებაც: „დღეს ეკლესიებში რეგულაციების დაცვა სრულად ვერ ხერხდება. მაგალითად, ადამიანები არ იცავენ დისტანციას“ - გვაუწყებს ჟურნალისტი, პარალელურად კი კადრში ჩანს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე ღვთისმსახურება, რომელსაც რეალურად, უჩვეულოდ მცირე რაოდენობის ადამიანი ესწრება და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ კოვიდრეგულაციებია.
ამდენად, ტელეკომპანია „პირველის“ დღის საინფორმაციო ეთერში მაყურებელმა მოისმინა დასკვნა და შეფასებები, რომლებიც მაყურებლის ინფორმირების ნაცვლად კონკრეტული ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და გარდა ამისა, ქმნიდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხესაც ვაქცინაციის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
მრევლი კურთხევის მოლოდინში?
21 აგვისტო 2021კოვიდპანდემიასთან ბრძოლისა და იმუნიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ინსტუტიციების როლი და პოზიცია; ამ კუთხით, საზოგადოებისა და მედიის ინტერესის ობიექტებს შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.