7 თებერვალს „რუსთავი2“-ის 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო „ექსკლუზიური კადრებით ისანში მომხდარი მკვლელობიდან“.
როგორც წამყვანი ამბობს, ეს არის „ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა მისი მკვლელობა გადაიღო“. მისივე თქმით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცის მისამართით სამჯერ გაისროლეს. წამყვანის ტექსტს სწორედ აღნიშნული კადრები სდევს თან.
აღნიშნული ვიდეო „კურიერმა“ მაყურებელს გაფრთხილების, ვიზუალური და აუდიო დაფარვის გარეშე, სრულად შესთავაზა. ამავე კადრებით იყო გადაფარული შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვაც.
ეთერში გასვლიდან მალევე ტელეკომპანიამ იგივე მასალა განათავსა ტელეარხის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და facebook-გვერდზე.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს“.
მკვლელობის კადრები საინფორმაციო გამოშვებაში
07 თებერვალი 20207 თებერვალს „რუსთავი2“-ის 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო „ექსკლუზიური კადრებით ისანში მომხდარი მკვლელობიდან“.