წითელი ვერსია
  • 3
  • 7849

მხოლოდ შეფასებები და არცერთი ფაქტი

11 ნოემბერი 2024

11 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით და შეფასებებით გააცნო.


12-საათიან გამოშვებაში ჟურნალისტმა თქვა:


„ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას აგრძელებს, თუმცა ის პოსტი, რაც დღეს შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა, მაინც ყოველგვარ სტანდარტებს ცდებოდა, რადგან რუსული კანონის შემოქმედი ხელისუფლება ახლა სწორედ ჩვენს პარტნიორებს ადანაშაულებს საქართველოს დემოკრატიული წინსვლისათვის ხელისშეშლაში. უფრო მეტიც, პაპუაშვილი საუბრობს ამ პოსტში კონკრეტულ პირებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, რომლების გამოც, ამ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს უარი, თუმცა ის არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს. მართალია, პოსტი სრულდება მადლობით და იმ რიტორიკით, თითქოს ქართული ოცნება არის დასავლეთის მადლობელი და აგრძელებს პარტნიორობას, თუმცა მთელი ტექსტის განმავლობაში იგრძნობა პასიური აგრესია, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად არის მიმართული ევროპისაკენ. საბოლოო ჯამში, მისი ეს განცხადება რომ შევაჯამოთ, ქართული ოცნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციით არის დაკავებული“.


ჟურნალისტის ტექსტში არ არის არცერთი ფაქტი.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 3
  • 7849
0 Comments