წითელი ვერსია
  • 6
  • 12458

მარტივი სიზუსტე

02 ივლისი 2024

2 ივლისს, "ტვ პირველის" 13-საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს უთხრა, რომ:


„ქართულ ოცნებას ფინანსური სანქციები უახლოვდება... საგანგებო განცხადება სახელმწიფო მდივანმა გუშინ, თეთრ სახლში გააკეთა“.


სინამდვილეში,


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თეთრ სახლში საგანგებო განცხადება კი არ გააკეთა, ბრუკინგსის ინსტიტუტში, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის, სოფიკო ბერიაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ შეშფოთების გამოსახატად ზომები უკვე მიიღეს, მაგრამ "კიდევ მეტს ნახავთ".


ამასთან, ფინანსური სანქციების შესახებ სახელმწიფო მდივანს არაფერი უთქვამს.


მედიაკრიტიკა
  • 6
  • 12458
0 Comments