წითელი ვერსია
  • 1
  • 2597

მარათონი კომენტარისთვის

02 თებერვალი 2020

ჟურნალისტების მიერ სასურველი კომენტარის მოპოვების მცდელობა ხშირად ნამდვილი სატელევიზიო მარათონის სახეს ღებულობს. რაც უფრო აქტუალურია თემა და სასურველია რესპონდენტი, მით მეტია მიკროფონებისა და კამერების რაოდენობა, ტელეჟურნალისტების კითხვები კი - უფრო ხმამაღალი, ერთობლივი და...გაურკვეველი.


მათი მცდელობა ერთნაირად ენერგიულია იმის მიუხედავად, რესპონდენტი გარბის თუ ჩერდება მედიასთან სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის გასაცემად. მარათონი ხშირად თავად მისი მონაწილეების გაღიზიანებას, რესპონდენტების დაბნეულობას და გაოცებას იწვევს; ხოლო მაყურებელმა შესაძლოა, ვერც კი გაარჩიოს, ერთდროულად დასმული შეკითხვებიდან რომელს უპასუხა ადრესატმა.

(ვიდეო)


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 2597
0 Comments