თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გარკვეულწილად დანაშაულის რისკების ზრდის, ხოლო მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობები სულ უფრო და უფრო სერიოზული გამოწვევა ხდება. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სფეროების კანონით დარეგულირება, ასევე, მედიის მხრიდან საზოგადოების სწორად ინფორმირება.
მაგალითად, დღეს ძალიან აქტუალურია უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით (ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია). ამ სფეროში უკანასკნელ წლებში სერიოზული მიღწევებია, თუმცა, პარალელურად, არაერთხელ გვსმენია ახალდაბადებული ბავშვებით ვაჭრობის დანაშაულზე და ა.შ. უშუალოდ საქართველოში მსგავსი დანაშაულის რისკის ალბათობას უფრო მეტად ზრდის ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარების და გამოყენების კუთხით, დღეს საქართველო მიმზიდველ ქვეყნად ითვლება.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, 25 აგვისტოს ცვლილება შევიდა იუსტიციის მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მკაცრი კრიტიკის სამიზნე გამოქვეყნებისთანავე გახდა.
ცვლილებების თანახმად, ექსტრაკორპორული გზით ბავშვის გაჩენის მსურველ წყვილს მოუწევს დაადასტუროს, რომ იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება.
ამ ინიციატივის გამო, ტელეკომპანია „მთავარმა“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედობის მსურველ ქალთა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მაყურებელს აუწყა, რომ იუსტიციის მინისტრი ინ ვიტრო განაყოფიერების წინააღმდეგია და „ახალ წესებს და შეზღუდვებს აწესებს იმ ქალებისთვის, ვინც დედობა გადაწყვიტა“.
ტელეკომპანია ორი დღის განმავლობაში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება „აეკრძალება წყვილს თუ ქორწინებიდან ერთი წელი არ არის გასული.., ხოლო ქალები, ვინც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ინ ვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებენ“. ამასთან, სიუჟეტისთვის სწორედ ისეთი რესპონდენტები იყვნენ შერჩეული, რომლებმაც იუსტიციის მინისტრს ცილი დასწამეს იმ ქალების უფლებების შელახვაშიც, რომლებსაც მარტო სურთ ბავშვის გაჩენა და აღზრდა.
„მთავარს“ მალევე გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტრო და ტელეკომპანია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები შეეხება მხოლოდ სუროგაციით ბავშვის გაჩენის მსურველებს და არა ინ ვიტრო განაყოფიერებას. უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია დგას, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს“.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლით, სადაც განსაზღვრულია თუ ვის აქვს უფლება ექსტრაკორპორული განაყოფიერებით ისარგებლოს, საუბარია მხოლოდ წყვილზე და არა მარტოხელა მშობელზე. შესაბამისად, მინისტრი მარტოხელა დედებს სუროგაციით სარგებლობის უფლებას ვერ ჩამოართმევდა, რადგან ეს უფლება მათ ისედაც არასდროს ჰქონიათ.
იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება, თავისი არსით მოიცავს, როგორც ინ ვიტროს, ასევე სუროგაციას, გაუგებარია, რატომ გააკეთა „მთავარმა“ აქცენტი სწორედ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე და რატომ არ ახსენა სუროგაციაც. ამგვარი აქცენტით გაშუქება მით უფრო გაუგებარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტის ერთ-ერთი პირველი რესპონდენტი, რომელიც მინისტრის წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, სწორედ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი იყო. ცნობისთვის, სუროგაციის ცენტრის წინააღმდეგ წარსულში არაერთი საქმე იყო აღძრული გაყალბებული საბუთებით ბავშვების უცხოეთში გაყვანასთან დაკავშირებით.
მანიპულაცია „დედობის უფლებით“
28 აგვისტო 2020თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გარკვეულწილად დანაშაულის რისკების ზრდის, ხოლო მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობები სულ უფრო და უფრო სერიოზული გამოწვევა ხდება. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სფეროების კანონით დარეგულირება, ასევე, მედიის მხრიდან საზოგადოების სწორად ინფორმირება.