წითელი ვერსია
  • 0
  • 5866

მადლობა.. ვის?

26 მარტი 2020

26 მარტს რეგიონულ ონლაინმედიაში (odishinews.ge; guriismoambe.com) გავრცელდა სტატია სათაურით - “მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რიჩარდ ლუგარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს”.


სტატიის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ლუგარის ლაბორატორიის გახსნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება;


განმარტება თავად პაატა იმნაძემ გააკეთა ყოველდღიურ ბრიფინგზე, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.


პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა არ გადაუხდია და მსგავი განცხადება არ გაუკეთებია. ასევე დააზუსტა, რომ ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო და მისი შექმნის თაობაზე პირველ ხელშეკრულებას სწორედ შევარდნაძისა და კლინტონის ხელმოწერა ახლავს.


აღნიშნული ინფორმაცია ამ დროისთვის არც „ოდიში ნიუსის“ და არც „გურიის მოამბის“ ვებ-გვერდებზე აღარ იძებნება, თუმცა odishinews.ge-ს ინფორმაცია (ახლა უკვე მხოლოდ სათაური და ფოტო) გაზიარებული და დასპონსორებული აქვს მიხეილ სააკაშვილს თავის პირად „ფეისბუკ“-გვერდზე წარწერით - „მადლობა ქართველ ექიმებს!“



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 5866
1 Comments

Tamazi Kapanadze

თუ შეგიძლიათ ზუსტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ? კლინტონის და შევარდნაძის ხელშეკრულებიდან დაწყებული :)