წითელი ვერსია
  • 8
  • 8310

ლუკა სირაძის საქმე - სხვადასხვა მხარეს მიმართული ისრები

23 დეკემბერი 2019

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მცდელობა და გარდაცვალება ქართული მედიის მთავარი თემა იყო.


ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტებში, მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში სკოლის ფაქტორზე გამახვილდა ყურადღება. ტელეკომპანიის რესპონდენტები ძირითადად „მწვანე სკოლის“ თანამშრომლები იყვნენ, ასევე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი, რომელიც იმ გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ სკოლამ პოლიციას ფაქტობრივად უკვე მომზადებული მასალები დაახვედრა. კონკრეტულად პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების შესახებ ნათქვამი რამდენიმე წინადადებაც სკოლის კადრებით იყო „გადაფარული“. სიუჟეტში ვერ მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქცია.


„მთავარი არხის“ ეთერში კი მოზარდის ტრაგედიაში უალტერნატივო დამნაშავედ ხელისუფლების უმაღლესი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმეზე დაკავებული გამომძიებელი და სისტემა გამოაცხადეს. საღამოს „მთავარის“ სიუჟეტებში მაყურებელს უთხრეს, რომ „სისტემა კლავს“, გამომძიებელს ხელისუფლების უმაღლესი პირები აფარებენ ხელს, შს მინისტრი და მისი მოადგილე უნდა გადადგნენ.


ამგვარად, ორმა ტელეარხმა მაყურებელს ლუკა სირაძის საქმეში საკუთარი „ეჭვმიტანილი“ შესთავაზა და სრული სურათის დასანახად სხვა არხზე გადართვისკენ უბიძგა.









მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 8310
0 Comments