წითელი ვერსია
  • 3
  • 2954

კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ

20 მაისი 2025

კონტექსტი - გარემოება, რომელშიც ხდება მოქმედება ან მოვლენა;


კონტექსტი გვეხმარება სრულად აღვიქვათ ინფორმაცია და გავიგოთ, რატომ მოხდა ესა თუ ის ამბავი - BBC


* * *


20 მაისს, ტელეკომპანია “იმედმა“ ფეისბუკ-გვერდზე კონტექსტის გარეშე გაავრცელა ინფორმაცია: „ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი: ამ ხამუთებით ვიყავით დაბმულები მე და ჩემი კოლეგა ბექა სივსივაძე - დღესაც ოფისში მიკიდია, რომ მახსოვდეს ის ტკივილი.“


ამ ინფორმაციის კონტექსტი ასეთია - „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა: „მე დღეს წამოვიღე ეს ორი ხამუთი, ე.წ. მანქანის ხამუთები. ეს ზუსტად ის ხამუთებია, რომლითაც მე და ბექა ვიყავით დაბმულები. აი ამ ხამუთებით ვიყავით დაბმულები და დღესაც ოფისში, კედელზე მიკიდია, რომ მახსოვდეს საიდან მოვდივარ, რომ მახსოვდეს ეს ტკივილიც.”


მედიაკრიტიკა
  • 3
  • 2954
0 Comments