წითელი ვერსია
  • 4
  • 7103

კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ

05 მაისი 2025

კონტექსტი - გარემოება, რომელშიც ხდება მოქმედება ან მოვლენა;


კონტექსტი გვეხმარება სრულად აღვიქვათ ინფორმაცია და გავიგოთ, რატომ მოხდა ესა თუ ის ამბავი - BBC


* * *


ტელეკომპანია “იმედმა” 4 მაისს ფეისბუკის გვერდზე უკონტექსტოდ გაავრცელა ციტატა: “ვიქტორ ორბანი: რა ჯანდაბა ხდება გერმანიაში?”


ამ ინფორმაციის კონტექსტი ასეთია: გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის" კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მემარჯვენე ექსტრემისტულ ძალად გამოაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გერმანიაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერს ალის ვაიდელს მხარი დაუჭირა.


მედიაკრიტიკა
  • 4
  • 7103
0 Comments