წითელი ვერსია
  • 6
  • 1625

კონტექსტის მნიშვნელობის შესახებ

22 აპრილი 2025

კონტექსტი - გარემოება, რომელშიც ხდება მოქმედება ან მოვლენა;


კონტექსტი გვეხმარება სრულად აღვიქვათ ინფორმაცია და გავიგოთ, რატომ მოხდა ესა თუ ის ამბავი - BBC


***


22 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკ-გვერდი, კონტექსტის გარეშე ავრცელებს ინფორმაციას: „ევროკავშირის დიდი ხნის პოზიციაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში ძალადობას ადგილი არ აქვს.“


ამ ინფორმაციის კონტექსტი ასეთია: „ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას კითხვით მიმართა იმ პოლიციელთან დაკავშირებით, რომელმაც საპროტესტო აქციებზე, აქტივისტების მიერ ნასროლი ბლაგვი საგნით, მხედველობა დაკარგა. ევროკავშირის წარმომადგენლობის საპასუხო წერილში ნათქვამია: „ევროკავშირის დიდი ხნის პოზიციაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში ძალადობას ადგილი არ აქვს. ყველა შემთხვევა, რომელიც ფიზიკურ დაზიანებებს იწვევს, საჭიროებს სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას.“


მედიაკრიტიკა
  • 6
  • 1625
0 Comments