„ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაზე“ - ასეთი სათაურით შემოგვთავაზეს ახალი ამბავი 15 მარტის 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარ არხზე“.
“ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ახალის“ ლიდერი მამალაძის თურქეთში მკურნალობის ამსახველ ვიდეოს ეხმაურება და მას გამძლეობას და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“ - თქვა წამყვანმა.
შემდეგ ნიკა გვარამიას მიერ "ფეისბუკში" გამოქვეყნებული პოსტიც წაგვიკითხეს:
„შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს. რა უქნეს ახალგაზრდა კაცს მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის. წლები ჰყავდათ ციხეში ყალბი საქმით და ჯანმრთელობაც გაუნადგურეს. გიორგიმ უნდა გაუძლოს და დადგეს ფეხზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ამით საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტი სისტემა. აუცილებლად ასე იქნება, მჯერა!“
***
ჟურნალისტური თვალსაზრისით, აღნიშნული ამბავი არც საინფორმაციო დატვირთვას ატარებს და ვერც ახალი ამბის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: - მაყურებელმა ვერ გაიგო, კონკრეტულად, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, როდის და ვინ გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში, ან რატომ არის მნიშვნელოვანი ფართო საზოგადოებისთვის პოლიტიკაში წასული ადამიანის სუბიექტური შეფასებები.
ახალ ამბავს აკლდა ყველა კომპონენტი, მათ შორის, კონტექსტი; ის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის შეხედულების და მოწოდების პირდაპირ ციტირებას წარმოადგენდა, რაც მაყურებელის შეცდომაში შეყვანას და მასზე ზემოქმედების მოხდენას ემსახურებოდა და არა დეკანოზის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ცნობისათვის, - დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ ვიდეო მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა.
რამდენად ეთიკურია პაციენტის მდგომარეობის შესახებ საჯარო პოსტის გამოქვეყნება, ეს თავად პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტია.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, „მთავარის“ საინფორმაციო სამსახური ვალდებული იყო, მაყურებლისათვის დაეკონკრეტებინა, რომელ ვიდეოზე იყო საუბარი, ვის მიერ გავრცელდა და სად იყო გადაღებული აღნიშნული მასალა.
ასევე, ინფორმაციის სისრულისათვის, საჭირო იყო ე.წ. კონტექსტი, სადაც მაყურებელს შეახსენებდნენ, რატომ იხდიდა სასჯელს გიორგი მამალაძე.
ცნობისათვის, - გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის გამო იხდიდა სასჯელს. ე.წ. „ციანიდის საქმე" საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლომ განიხილა და 9-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.
მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში კონვენციის დარღვევა ვერ აღმოაჩინა; თუმცა, სასამართლო სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, სახელმწიფოს, მამალაძის სასარგებლოდ 9418 ლარის გადახდა დაეკისრა.
2019 წელს დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მიმდინარე წლის თებერვალში გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ორი წლით ადრე დატოვა. ის პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის მიერ გათავისუფლდა. პატიმრობაში ყოფნისას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მამალაძე ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.
კომენტარი უკონტექსტოდ
15 მარტი 2024„ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაზე“ - ასეთი სათაურით შემოგვთავაზეს ახალი ამბავი 15 მარტის 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარ არხზე“.