წითელი ვერსია
  • 7
  • 20640

კამათი ოპოზიციისა და მედიის როლზე

17 სექტემბერი 2023

15 სექტემბერს, „ტვ პირველის“ გადაცემაში „პოლიტიკური ამბები“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემის წამყვანი დიანა ტრაპაიძე "ქოცური ნარატივის გატარებაში" დაადანაშაულა.


ვაშაძე საუბრობდა ოპოზიციის ამოცანებზე, რომლის მიზანია, „თვალი აუხილოს“ საზოგადოებას ხელისუფლების დანაშაულებზე, რაზეც ტრაპაიძემ უპასუხა, რომ „თვალის ახელის ფუნქციას“ მედია პოლიტიკოსებზე უკეთ ახერხებს.


„თვალის ახელაა თქვენი ფუნქცია თუ გზების დანახვება საზოგადოებისთვის?“ - იკითხა წამყვანმა.


ამ შეკითხვამ გიორგი ვაშაძე აგრესიული რიტორიკის რეჟიმში გადაიყვანა და მან, სიტყვებით - „ქოცურ ნარატივს ნუ გაყვებით, რომ თითქოს ოპოზიცია არაფერის მაქნისია", - ჟურნალისტთან ინტერვიუ ყვირილით გააგრძელა.


აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ვაშაძის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატული აგრესიის პირველი შემთხვევა არ არის.


საკმარისია გავიხსენოთ მისი პირდაპირი ჩართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მაშინ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ფაქტობრივად, თავს დაესხა ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს, რადგან წამყვანის კითხვები მისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა. ამ თემაზე თავის დროზე წერდა მედიაკრიტიკაც.


როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიის ლიდერი მისთვის კომფორტულ შეკითხვებს ელოდა ოპოზიციურად განწყობილ „ტვ პირველზე“, სადაც, ისევე როგორც მთელ ქართულ ტელესივრცეში, განსხვავებული მოსაზრებები და კრიტიკული შეკითხვები სულ უფრო ნაკლებად ისმის.


დავით კობახიძე
  • 7
  • 20640
0 Comments