2 მარტს, „მთავარ არხზე“, უკრაინაში მიმდინარე ომის მიმოხილვისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადება შეცდომით თარგმნეს.
„დღეს ხარკოვი 21-ე საუკუნის კალინინგრადია, ისევე, როგორც მთელი უკრაინა“, - მოისმინა მაყურებელმა 18:00 და 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებში.
სინამდვილეში არესტოვიჩმა ხარკოვი არა კალინინგრადს, არამედ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სტალინგრადს შეადარა, - ისტორიული პარალელის გავლების მიზნით და ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის ამოცანა ამ ქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხვაა.
აქედან გამომდინარე, თარგმანში დაშვებულმა შეცდომამ არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ისტორიული კონტექსტის დამახინჯებაც გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, რომელიც 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში რუსეთ-უკრაინის ომს მიმოიხილავდა, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება და ხარკოვის სტალინგრადთან შედარების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს სწორად მიაწოდა.
კალინინგრადი თუ სტალინგრადი?
02 მარტი 20222 მარტს, „მთავარ არხზე“, უკრაინაში მიმდინარე ომის მიმოხილვისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადება შეცდომით თარგმნეს.