წინასაარჩევნო პერიოდი და მასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქება მედიის მიკერძოებულობის ხარისხის მთავარი ინდიკატორია. ამ პერიოდში ტელემედია აქტიურად გადმოცემს ინფორმაციას, როგორც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების შესახებ, ასევე, ამ კამპანიების ფარგლებში მომხდარ ინციდენტებსა და ურთიერთბრალდებებზე, თუმცა ზოჯგერ რეზონანსული ინციდენტი კონკრეტულ არხზე შეიძლება იმგვარად გაშუქდეს, რომ მაყურებელმა სრული ინფორმაცია ვერ მიიღოს ან საერთოდ ვერ გაერკვეს სიტუაციაში.
სწორედ ასე მოხდა 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შედარებით მსუბუქ ინციდენტზე გვიამბეს, თუმცა არ შეგვატყობინეს იმავე დღეს და იმავე მუნიციპალიტეტში მომხდარი უფრო სერიოზული კონფლიქტის შესახებ.
კერძოდ, გამოშვების წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი მამედ შამილოვი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დმანისი-ბოლნისის ოლქში „ძალადობასა და ტერორში სდებს ბრალს“. შამილოვი აცხადებს, რომ მას კახა ოქრიაშვილი საარჩევნოდ ხმების მობილიზებაში დახმარებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხით ემუქრებოდა.
სიუჟეტში მაყურებელმა მოისმინა ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის განცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სამაჟორიტარო ოლქში მისი ოპონენტები „პროვოკაციით ცდილობენ წინა ინციდენტის გადაფარვას“. აღნიშნულმა კომენტარმა ამბავში ახალი ინფორმაცია - „წინა ინციდენტი“ გააჩინა, თუმცა არც ჟურნალისტს და არც გამოშვების წამყვანებს ამის შესახებ ინფორმაცია მაყურებლისთვის არ მიუწოდებიათ, რამაც ერთგვარი ბუნდოვანება შექმნა.
გაურკვევლობა უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა სიუჟეტის დასკვნით ნაწილში, სადაც ჟურნალისტმა (მას შემდეგ, რაც მაყურებელს კახა ოქრიაშვილთან დაკავშირების ამაო მცდელობის დეტალები გააცნო), შამილოვის თემაზე საუბარი სხვა ახალი გარემოებით დაასრულა: „რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს ორი მუხლით. ეს გახლავთ 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანება და 236-ე, რაც ნიშავს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას“.
კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილი, ასევე, საპარტულო პოლიციის მანქანა და კახა ოქრიაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, რაც ნამდვილად ტოვებს სხვა ინციდენტის შთაბეჭდილებას, თუმცა „იმედის“ მაყურებელმა ამ ისტორიის შესახებ მაინც ვერაფერი გაიგო.
„იმედისგან“ განსხვავებით, ინფორმაცია „სხვა ინციდენტის“ შესახებ გააშუქა თითქმის ყველა სხვა ტელეკომპანიამ, საიდანაც ირკვევა, რომ 19 ოქტომბერს ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა და ოპოზიცია მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაში ადანაშაულებს.
სიუჟეტის ბუნდოვანება და ზემოხსენებული კონფლიქტის არასრულფასოვანი გაშუქება გვაფიქრებინებს, რომ ამ ინციდენტის „გადაფარვის“ მიზნით, „იმედი“ შეეცადა საეთერო დროის დიდი ნაწილი იმავე დღეს ბოლნისში მომხდარი სხვა, ნაკლებად მძიმე ამბისთვის დაეთმო, რაც აშკარა მიკერძოების შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო მაყურებლისთვის დამაბნეველი და გაურკვეველია.
ინციდენტის „გადაფარვის“ მცდელობა „იმედზე“
20 ოქტომბერი 2020წინასაარჩევნო პერიოდი და მასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქება მედიის მიკერძოებულობის ხარისხის მთავარი ინდიკატორია. ამ პერიოდში ტელემედია აქტიურად გადმოცემს ინფორმაციას, როგორც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების შესახებ, ასევე, ამ კამპანიების ფარგლებში მომხდარ ინციდენტებსა და ურთიერთბრალდებებზე, თუმცა ზოჯგერ რეზონანსული ინციდენტი კონკრეტულ არხზე შეიძლება იმგვარად გაშუქდეს, რომ მაყურებელმა სრული ინფორმაცია ვერ მიიღოს ან საერთოდ ვერ გაერკვეს სიტუაციაში.