5 იანვარს „ტვ პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქართველი იუთუბერის, ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობა დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადეს:
„ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს! ...დედას, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს. ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.“
როგორც წამყვანმა გვამცნო, მკვლელი სავარაუდოდ გოგონას შეყვარებული იყო.
მალე გაირკვა, რომ ორი მნიშვნელოვანი წყარო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
ლიზა ქისტაურის დედამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა, მედიის წარმომადგენლებს კი სისასტიკის გამო უსაყვედურა:
„საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ... როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“
ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებას არ ადასტურებს ბელგიაში საქართველოს საკონსულო, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზეა.
ლიზა ქისტაურს ბელგიის პოლიცია ეძებს, რადგან ის რამდენიმე დღეა არც სოციალურ ქსელში აქტიურობს და ვერც მასთან დაკავშირება ხერხდება.
რთული სათქმელია, რა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა „ტვ პირველმა“ ინფორმაცია და რატომ გამოაცხადა დაკარგული ადამიანი მოკლულად.
სავარაუდოდ, ჟურნალისტები სოციალურ მედიაში გავრცელებული ხმებით დაკმაყოფილდნენ და საჭიროდ არ ჩათვალეს ოჯახთან, ახლობლებთან ან რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურასთან დაკავშირება და ამბის გადამოწმება.
შესაბამისად, მაყურებელმა საინფორმაციო გამოშვებაში ინფორმაციად შეფუთული ჭორი მოისმინა:
ჟურნალისტებს არ დაუსახელებიათ ამბის წყარო; არ იცოდნენ, მართლა გამოუგზავნეს თუ არა ტრანსგენდერი ქალის დედას ნაწამები შვილის ფოტოები; არ იცოდნენ, დანამდვილებით სად იმყოფებოდა ლიზა ქისტაურის დედა და არც იმის გაგება მოინდომეს, დაწყებული იყო თუ არა გამოძიება იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას ამცნეს.
სამაგიეროდ, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ ქისტაურის სავარაუდო მკვლელიც კი დაასახელეს და სასტიკ ამბავს იუთუბერის ძველი ვიდეოებიც დაურთეს. ამით კიდევ უფრო დაამძიმეს ოჯახის წევრების და ახლობლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჭორი კი სარწმუნო ამბად აქციეს.
ინფორმაციად ქცეული ჭორი
06 იანვარი 20235 იანვარს „ტვ პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქართველი იუთუბერის, ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობა დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადეს: