წითელი ვერსია
  • 5
  • 7663

ინფორმაცია შეფასების სახით

14 ნოემბერი 2024

14 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნასთან დაკავშირებული ინფორმაცია მაყურებელს შეფასების სახით მიაწოდა.


10-საათიან „ქრონიკაში“ წამყვანმა თქვა:


„ოპოზიცია 2020 წელს ვერშესრულებული გეგმის განხორციელების სურვილით, 2024-ში მოქმედებს. გეგმა სისრულეში რომ ვერც ახლა მოვა, სავარაუდოდ ამას ურთიერთდაპირისპირება ადასტურებს. საკითხი სიების ჩახსნას ეხება. ერთმანეთს გამიჯნულ ოპოზიციას, მმართველი გუნდიდან ახსენებენ, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე, სიების ჩახსნა შეუძლებელია.“


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტსა და კომენტარს შორის.


მედიაკრიტიკა
  • 5
  • 7663
0 Comments