წითელი ვერსია
  • 5
  • 13053

გამარჯობა-თ!

09 მარტი 2020

დიახ, გამარჯობა-თ! – ვიწყებთ მასმედიის ენაზე საუბარს და მოგესალმებით სწორედ ასე – ამ მისასალმებელი სიტყვის ბოლოში დასმული თან-ის აქცენტირებით!


თავგამოდებით ამტკიცებს ამ ბოლო დროს „საქმეში ჩახედული“ ხალხი, არასწორად ზის აქ ეს თანი და მოვიშოროთ – ერთსაც და მრავალსაც „გამარჯობა“ შევაგებოთ შეხვედრისასო, (ვითომ ყველასათვის მისაღებ „ბედ-ნ-იერში“ , ხოლო „საწუთ-რ-ოში“ მართებულად იყვნენ ჩამატებულნი და „თერთმეტიც“ თითქოს უფრო სწორი ფორმა იყოს, ვიდრე ათერთმეტი!).


მომდევნო სტატიებში იმაზეც გვექნება მსჯელობა, რას შეიძლება ნიშნავდეს სწორი და არასწორი ფორმა ენაში. მაგალითად, გრამატიკულად სწორი „ერთმანეთი“ (როგორც ძველად წერდნენ და ამბობდნენ) უფრო სწორია თუ გრამატიკულად არასწორი, მაგრამ უკვე დამკვიდრებული „ერთმანეთი“ – მეორე რ-ს გარეშე.


ჯერ კი „გამარჯობათ!“ ფორმაში ამ -ს გაჩენის ამბავი გავარკვიოთ.


აკად. აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ (§ 223, შენიშვნა 2) ვკითხულობთ:


„საყურადღებოა, რომ ეგევე (ეგებ „თქვენ“ სიტყვის გავლენითაც) ზმნებიდან სხვა მეტყველების ნაწილებშიც გადავიდა და დაერთო სიტყვას, რომელიც მრავლისადმია მიმართული: გამარჯობა ! საღამო მშვიდობისა-! („საღამო მშვიდობისათო, სთქვა ბიძაჩემმა“, ვაჟა, „მოგონება“, V, 67,3); „არიქა-(ვ)უშველოთო“ (იქვე, 233,23)...“.


ნიმუშად მოყვანილი სხვა თანიანი სიტყვა-გამოთქმებისგან განსხვავებით, „გამარჯობათ!“ ისეა ფეხმოკიდებული სასაუბრო მეტყველებაშიც და მწერლობაშიც, რომ სათანადო მაგალითების დამოწმება აკადემიკოსს საჭიროდ არც კი მიუჩნევია. ასეთ შემთხვევებს გულისხმობდა ილია ჭავჭავაძე, როცა წერდა: „ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკაო“.


ახლა დავფიქრდეთ, რა სარგებელი მოაქვს ზმნების ანალოგიით გაჩენილ ამ -ს, რა ინფორმაციას გვაწვდის იგი?


მისი ყოფნა-არყოფნის მიხედვით შეიძლება მივხვდეთ: 1) ერთს ესალმებიან თუ მრავალს, 2) თავაზიანად ესალმებიან თუ არც ისე თავაზიანად, 3) ნაცნობს ესალმებიან თუ უცნობს.


აი რა მდიდარი ინფორმაციის მიღებაზე ვიტყვით ნებაყოფლობით უარს, თუკი „გამარჯობათ!“ ფორმას მოვიკვეთთ!


და კიდევ:

ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში („ცრუპენტელა აღმზრდელი“) რომ წავიკითხავთ: „...ზურგზე ხურჯინები ჰკიდიათ რკოთი, კაკლით, თხილით, წაბლით, სოკოთი სავსეები. – გამარჯობათ – „გაგიმარჯოს“. – საით მიდიხართ?“


ანდა –

გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ შესავალშივე ასეთი ფრაზა რომ დაგვხვდება: „– გამარჯვება, მეგობრებო, მეზობლებო, გამარჯვება! ვეღარ მიცანით?“


ეს -ები, მისასალმებელი სიტყვების ბოლოს დასმულნი, ვაჟას და გოგლას, ბრწყინვალე მოქართულეებს, შეცდომად ჩავუთვალოთ?


ლევან ბრეგაძე
  • 5
  • 13053
2 Comments

Отар Егадзе

გამარჯობა ველიჯან!

Natia Bolqvadze

გამარჯობათ, სულ მაინტერესებდა ეს ამბავი...