როდესაც ტელევიზია გვთავაზობს გადაცემას აქტუალურ თემაზე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში ორი საპირისპირო პოზიცია იკვეთება, მედიამ ცხადია ორივე პოზიცია უნდა გვაჩვენოს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მედია უბრალოდ ვერ პოულობს (ან, არასაკმარისად კარგად ეძებს) ერთ-ერთი მხარის პოზიციების „წარმომადგენელ“ რესპონდენტს?
მსგავს სიტუაციაში როგორც წესი, გადაცემის წამყვანი თავად “წარმოადგენს“ „მეორე მხარის“ არგუმენტებს თუნდაც ციტატების სახით და სვამს კითხვებს, რომლებზეც შესაძლოა კონკრეტული პასუხებიც მიიღოს. ასეთი როლის მორგებით, ჟურნალისტი ერთი მხრივ მაყურებელს საშუალებას აძლევს მოისმინოს საკითხის ირგვლივ არსებული ყველა მოსაზრება, ხოლო მეორე მხრივ ეს ჟესტი გადაცემას უფრო დაბალანსებულს და ობიექტურს ხდის.
ასე ხდება, თუ მედიასაშუალება მაყურებელსა და საზოგადოებაზეა ორიენტირებული და ცდილობს საკითხის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება შეინარჩუნოს, თუმცა ასე არ ხდება მაშინ, როცა საქმე გვაქვს თემის ტენდენციურ გაშუქებასთან, რისი მოწმენიც ქართულ ტელემედიაში საკმაოდ ხშირად ვხდებით.
მსგავსი ტენდენციურობის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 11 ივლისის „დღის ამბები“ ტელეკომპანია „პირველზე“, სადაც გადაცემის ერთი ნაწილი „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების ირგვლივ ამჟამად პარლამენტსა და მთლიანად საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას დაეთმო.
აღნიშნული გადაცემის დასაწყისშივე წამყვანმა გვაცნობა, რომ შეთავაზების მიუხედავად, ღია ეთერში სასაუბროდ არც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და არც ბიზნესის წარმომადგებლები არ მივიდნენ, თუმცა ამას ჟურნალისტისთვის ხელი არ შეუშლია დეტალურად წარმოედგინა და სტუმრებთან ერთად განეხილა ბიზნეს-სექტორის იმ ნაწილის არგუმენტები, რომლებიც ზემოხსენებულ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებდნენ. ამავე დროს, გადაცემის მსვლელობისას მას არ გაუჟღერებია კომუნიკაციების კომისიის არც ერთი არგუმენტი.
თავის მხრივ, კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს გადაცემის სტუმრებმაც, რომელთაგან ერთი ოპოზიციას, ხოლო ორი კი ცვლილების მიმართ ასევე კრიტიკულად განწყობილ მედიას წარმოადგენდა. შედეგად - მაყურებელმა ერთსა და იმავე გადაცემაში მოისმინა ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში მყოფი სამი სტუმრის პოზიცია.
სტუმრებმა ილაპარაკეს ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესისა და ინვესტიციების შეფერხების ალბათობაზე და განაცხადეს, რომ ცვლილება აუცილებლად შეზღუდავს მაუწყებლობების საქმიანობასაც, თუმცა კონკრეტულად რა საფუძველი აქვს ამ ვარაუდს, ამის შესახებ მაყურებელმა ვერაფერი მოისმინა. სამაგიეროდ, მაყურებელმა მოისმინა პიროვნული შეურაცხყოფის შემცველი ბევრი განცხადება, რომელთა აღკვეთა წამყვანს არ უცდია.
სხვათა შორის, გარდა შეურაცხყოფის აღკვეთისა, ჟურნალისტს აღნიშნულ თემაზე საუბრის დროს ასევე შეეძლო გაეხსენებინა თუნდაც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც თვლის რომ ცალკეული ბიზნესმენების უკმაყოფილების მიზეზი „უფრო ღრმაა და ის კომისიის მიერ ბოლო წლებში მომხმარებლების უფლებების დაცვისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“. მაგალითად, განცხადებაში აღნიშნული იყო რომ „კომისიამ მობილური კომუნიკაციის ბაზარზე ურთიერთ-ჩართვის ტარიფები 11 თეთრიდან 2.5 თეთრამდე, ხოლო მობილური და ფიქსირებული მომსახურებისთვის საბითუმო ინტერნეტის ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შეამცირა“ და ა.შ.
ამ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებში გარკვევის ნაცვლად ჟურნალისტმა მაყურებელს პირდაპირ განუცხადა, რომ „ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ბიზნესი კანონპროექტის წინააღმდეგ ერთხმად აჯანყდა“ და პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ბიზნესმენის ციტატაც წაიკითხა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ინვესტიციების შეფერხებაში და კონკრეტული კომპანიების, მათ შორის „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლაში დაადანაშაულა. ამავე დროს, მედიისთვის წესით ძალიან კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ სინამდვილეში აღნიშნული კომპანიის საქართველოდან გასვლა აბსოლუტურად სხვა მიზეზით მოხდა და ამის შესახებ თავად კომპანიის ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადებებიც არსებობს.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გადაცემა იყო ილუსტრაცია, თუ როგორ აშუქებს დღეს მედიის ერთი ნაწილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს და როგორ იკარგება საზოგადოების ინტერესი - იცნობდეს ყველა მხარის არგუმენტებს - კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტების თუ მედიასაშუალებების არასწორად გაგებულ კერძო ინტერესებში.
გადაცემა ცალ კარში
14 ივლისი 2020როდესაც ტელევიზია გვთავაზობს გადაცემას აქტუალურ თემაზე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში ორი საპირისპირო პოზიცია იკვეთება, მედიამ ცხადია ორივე პოზიცია უნდა გვაჩვენოს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მედია უბრალოდ ვერ პოულობს (ან, არასაკმარისად კარგად ეძებს) ერთ-ერთი მხარის პოზიციების „წარმომადგენელ“ რესპონდენტს?